top of page

AI ავტომატიზაცია ყოველდღიურობაში

  • 2 hours ago
  • 1 min read

AI ავტომატიზაცია უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ტენდენცია, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ყოველდღიურ პროცესებს ამარტივებს და ბიზნესის ეფექტიანობას ზრდის. სწორედ ამ თემას დაეთმო 21 თებერვალს გამართული შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო GAIA Meetups Horizons-ის მიერ.


შეხვედრის სპიკერი გახლდათ  ალექსანდრე ჩომახიძე, შედეგზე ორიენტირებული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება CRM ადმინისტრირებაში, საერთაშორისო ლიდების გენერირებაში, ტექნიკურ და სტრატეგიულ SEO-ში, SEM-ში, სოციალური მედიისა და ელფოსტის მარკეტინგში, ონლაინ რეკლამაში, რომელმაც აუდიტორიას გაუზიარა ყოველდღიური პროცესების სისტემური ავტომატიზაციის პრაქტიკული მიდგომები და რეალური გამოცდილება:

  • რა ტიპის პროცესების ავტომატიზაციაა შესაძლებელი AI-ს დახმარებით 

  • რომელი ინსტრუმენტები მუშაობს რეალურად ყოველდღიურ გარემოში 

  • პრაქტიკული ქეისები და რეალური გამოცდილება 


ყურადღება დაეთმო იმ პროცესებს, რომელთა ოპტიმიზაციაც შესაძლებელია AI-ის დახმარებით - მონაცემების დამუშავება, კომუნიკაციის მართვა, რეპორტინგი და სხვა განმეორებადი ოპერაციები. ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარ სამუშაო პროცესებზე დაფუძნებული კითხვები დაესვათ და კონკრეტული რეკომენდაციები მიეღოთ. 


ღონისძიებას ესწრებოდნენ სფეროს პროფესიონალები, მათ შორის ლადო კანდელაკი, „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი, ასევე სანდრო ყიფიანი, პერფორმანს მარკეტერი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.




 
 
bottom of page