top of page

„იქომერს ასოციაცია-საქართველომ“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

  • May 18
  • 1 min read

„იქომერს ასოციაცია-საქართველომ“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანია ციფრული ეკონომიკისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.


მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ტრენინგები, პანელური დისკუსიები, სემინარები, ვორქშოფები, საინფორმაციო კამპანიები და სხვა აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე მემორანდუმის მიზნებთან. ასევე იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვადასხვა თემატური ღონისძიებები.



ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებით.


BTU გამოირჩევა პრაქტიკაზე, ინოვაციებსა და ინდუსტრიის საჭიროებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კვლევითი, კარიერული და მეწარმეობის ცენტრები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის, ინდუსტრია 4.0-ის, iOS & Android-ის, განახლებადი ენერგიის, ბლოქჩეინის, კიბერუსაფრთხოების, მდგრადობის, XR-ის, Microsoft-ის, Martech-ისა და Media მიმართულებებით.


BTU აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, საგანმანათლებლო და პროფესიულ ორგანიზაციებთან, არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციის წევრი და ახორციელებს ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტებს. აღნიშნული შესაძლებლობების ფარგლებში, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს ყოველწლიურად ეძლევათ პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და შრომის ბაზართან დაკავშირების შესაძლებლობა.

 
 
bottom of page