"იქომერს ასოციაცია საქართველო" გახდა “Education Elevator” პროგრამის მონაწილე
- 6 hours ago
- 1 min read
"იქომერს ასოციაცია საქართველომ" მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების სერვისების ექსპორტის პროგრამის „Education Elevator“ 3-დღიან ინტენსიურ ვორქშოპში აკადემიური დირექტორებისთვის, პროგრამების მენეჯერებისა და სასწავლო პროგრამების შემქმნელებისთვის. პროგრამა ჩატარდა 2026 წლის 11, 16 და 17 მარტს და მოიცავდა როგორც ონლაინ, ისე ადგილზე სესიებს საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც შეიკრიბნენ პროფესიონალები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან განათლების სერვისების საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებაზე. პროექტი ფინანსდება და მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება Visionest Institute-ის (ესტონეთი), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოში და Estonia Centre for International Development-ის (ESTDEV) მიერ.
ასოციაცია შეირჩა როგორც პროგრამის მონაწალე რის შედეგადაც მიიღო სიღრმისეული ცოდნა ექსპორტის მზადყოფნის, საერთაშორისო პარტნიორობებისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიების მიმართულებით. პროგრამა დაიწყო გლობალური პარტნიორებისა და კლიენტების იდენტიფიცირებაზე ფოკუსით, ციფრული ინსტრუმენტებისა და AI-ზე დაფუძნებული ბაზრის ანალიზის გამოყენებით, ასევე ექსპორტის მზადყოფნის შეფასებითა და პრიორიტეტული ევროკავშირის ბაზრების შერჩევით. შემდგომ ეტაპზე ვორქშოპმა დაფარა პრაქტიკული ნაწილი, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: საერთაშორისო პოზიციონირება, უნიკალური შეთავაზების (value proposition) განვითარება და სანდოობის გაძლიერება აკრედიტაციებით, ქეისებითა და რეკომენდაციებით; სერვისებისა და კონტენტის ადაპტაცია გლობალური აუდიტორიისთვის.
დასკვნითი დღე დაეთმო დისტანციური განათლების მიწოდებასა და გრძელვადიან მდგრადობას, მათ შორის ონლაინ სწავლების ციფრულ ინსტრუმენტებს, საერთაშორისო პარტნიორობების მართვასა და მასშტაბირებად ბიზნეს მოდელებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ფასების სტრატეგიები, ხარჯების სტრუქტურა და ინვესტიციის უკუგების (ROI) შეფასების მეთოდები, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე მდგრადი ზრდისთვის.
ვორქშოპი დასრულდა დახურვისა და სერტიფიკატების გადაცემის სესიით, სადაც მონაწილეებმა წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს. „Education Elevator“ პროგრამაში მონაწილეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს იქომერს ასოციაცია საქართველოსათვის საერთაშორისო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს ასოციაციის მისიის განხორციელებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოს ციფრული და საგანმანათლებლო ეკოსისტემების განვითარებას.














