eCommerce Networking Event: ცოდნის გაზიარება და ახალი შესაძლებლობები ციფრულ ბაზარზე
- 15 hours ago
- 2 min read
2026 წლის 5 თებერვალს, თბილისში, არტ ჰაუსის კაფე „პუბლიკამ“ “იქომერს ასოციაცია საქართველო”-ს (ECAG) მიერ ორგანიზებულ eCommerce Networking Event-ს უმასპინძლა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასოციაციის წევრი კომპანიების ერთიანობა ქმნის რეალურ ღირებულებას, ამყარებს მყარ საქმიან კავშირებს და ბიზნესს პრაქტიკულ ცოდნას სძენს.
ღონისძიებას ECAG-ის წევრი კომპანიების 70-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა გამოირჩეოდა ღია, პროფესიული და მეგობრული ატმოსფეროთი. საღამოს მოდერაციას “იქომერს ასოციაცია საქართველო”-ს თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი უწევდა, რომელმაც სტუმრებს დღის წესრიგი გააცნო და ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების გადამწყვეტ როლს ქართული ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებისთვის.
ოფიციალური ნაწილი გახსნა და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ასოციაციის თავმჯდომარემ, რის შემდეგაც სიტყვით ღონისძიების სპონსორი კომპანიის, საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის წარმომადგენელი, მარიამ ჩახვაშვილი გამოვიდა. მან ისაუბრა კომპანიის ხედვაზე, ბაზარზე მათ როლსა და საქართველოში ელექტრონული კომერციის მიმდინარე ტენდენციებზე. რის შემდეგაც პირველი პრეზენტაცია დაეთმო Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ იქომერს ბაზრის კვლევას.
პრეზენტაციების ბლოკი განსაკუთრებით დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. მონაწილეებმა მიიღეს როგორც სტრატეგიული ხედვა, ისე პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სექტორიდან:
Galt & Taggart (მარიამ ჩახვაშვილი) – ელექტრონული კომერციის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები საქართველოში;
Glovo (კატო პეტრიაშვილი) – მომხმარებლის გამოცდილება (UX) და მისი გავლენა eCommerce-ის ზრდაზე;
Quissly (თაზო ლეჟავა) – როგორ ცვლიან ტექნოლოგიური გიგანტები ონლაინ შოპინგს და რას ნიშნავს ეს ინდივიდუალური მაღაზიებისთვის;
Dressup (თეო ზარნაძე) – ბრენდის განვითარება და ონლაინ გაყიდვების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
Elit (გვანცა ბეგაშვილი) – ტრანსფორმაცია ზრდისთვის: გზა ონლაინ მაღაზიიდან ეკოსისტემამდე;
Abovedigital (ელენე იმნაძე) – ხელოვნური ინტელექტი (AI) კომერციაში: ეჭვებიდან რეალურ გადაწყვეტილებებამდე.
ღონისძიება არაფორმალური ნეთვორქინგით დასრულდა, სადაც სტუმრებმა მყუდრო გარემოში განაგრძეს აზრების გაზიარება და ახალი კონტაქტების დამყარება.
ეს დღე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი “იქომერს ასოციაცია საქართველო”-ს წევრობა. ასოციაცია ქმნის სივრცეს, სადაც ბიზნესი მარტო არ რჩება გამოწვევების წინაშე და სადაც ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული კავშირები რეალურად მუშაობს.
შემოგვიერთდით და ერთად განვავითაროთ ციფრული მომავალი!
ECAG-ის წევრობისა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:


















