top of page

"ელიტ ელექტრონიქსი"- ასოციაციის ახალი წევრი

  • Jan 2, 2024
  • 1 min read

„ელიტ ელექტრონიქსი“ ოფიციალურად გახდა იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრი. აღნიშნული წევრობა კიდევ უფრო ამყარებს კომპანიის პოზიციას საქართველოს ციფრული რითეილის ეკოსისტემაში და მის სტრატეგიულ აქცენტს ონლაინ მიმართულებაზე.

ელიტი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი და სწრაფად მზარდი კომპანიაა საქართველოს სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებსა და უნიკალურ გამოცდილებას. კომპანია ერთ სივრცეში აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს და ქმნის მარტივ, კომფორტულ და თანამედროვე საცალო გარემოს.


1996 წლიდან ელიტი განუწყვეტლივ ფართოვდება და დღეს ქვეყნის მასშტაბით 23 მაღაზიას აერთიანებს. ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს 200-მდე წამყვანი ბრენდის 7000-მდე დასახელების წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, IT და ციფრული მიმართულების პროდუქცია, ასევე ავეჯი.


2018 წლიდან ელიტი წარმოადგენს Nobilia-ს ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან მომხმარებლებს ექსკლუზიურად სთავაზობს Bosch-ის Accent Line Carbon Black ჩასაშენებელ ტექნიკას. ელიტი ბაზრის ლიდერული კომპანიაა,, რასაც განაპირობებს მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ძლიერი პარტნიორული ბრენდები და ინოვაციებზე ორიენტირებული სტრატეგია.

 
 
bottom of page