top of page

Extra.ge - ასოციაციის ახალი წევრი


გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Extra.ge.


ექსტრა წარმოადგენს ყველაზე დიდ ელექტრონული კომერციის პლატფორმას საქართველოში, სადაც პროდუქტების ყველაზე დიდი არჩევანია. მომხმარებელს ვთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებას წინასწარ შერჩეულ პროდუქტებზე, ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანსა და საჩუქრებს.

ჩვენ ვაერთიანებთ წამყვანი ბრენდების 150 000-ზე მეტ პროდუქტს და ვფარავთ ბაზარზე არსებულ ყველა კატეგორიას.


მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ, რომ ნივთები, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ მისამართზე მიიღონ სრულიად უსასყიდლოდ.

ასევე, შეძენილი ნივთების გაცვლა-დაბრუნების ყველაზე კარგი პირობები გვაქვს.

მომხმარებელს ვთავაზობთ ონლაინ შოპინგის მოქნილ სისტემას:


• პროდუქტების და ბრენდების მრავალფეროვნებას ერთ სივრცეში

• განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლებებსა და ქეშბექებს

• მარტივ ინტერფეისს, როგორც ვებგვერდზე, ისე მობაილ აპლიკაციაში

• ადგილზე მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით


გვაქვს გადახდის ინტეგრირებულ სისტემა:


• VISA, Mastercard, AMEX

• Apple and Google pay

• ნაღდი ანგარიშსწორებით და POS ტერმინალით გადახდა

• მოქმედებს წამყვანი ბანკების ონლაინ განვადება

• მომხმარებელს ვთავაზობთ 6 თვიან უპროცენტო, თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდსაც


გადახდის მეთოდების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის კომფორტული და მოსახერხებელი ვარიანტი.

ექსტრას მიზანია კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს წამყვანი პოზიციები ქართულ ელექტრონული კომერციის ბაზარზე, უფრო მეტად დახვეწოს სერვისები და მომხმარებლებს შესთავაზოს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება.


ექსტრას დაემატა Extra Express, რომელიც აერთიანებს 6 სხვადასხვა კატეგორიას: მარკეტი, თავის მოვლა, სათამაშოები, ბავშვის მოვლა, ცხოველთა მოვლა და ელექტრონიკა. მომხმარებლებს შეუძლიათ ერთი შეკვეთით სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტების მიღება, მცირე დროში - 35-50 წუთში.


ამასთანავე, ექსტრას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მრავალფეროვანი არჩევანია. 150 000-ზე მეტი პროდუქტი გაერთიანებულია ონლაინ სივრცეში.



bottom of page