top of page

Temu-დან TikTok Shop-მდე: როგორ უწყობენ ხელს ახალგაზრდა მომხმარებლები დაბალფასიანი ელექტრონული კომერციის ზრდას გერმანიაში

  • 17 hours ago
  • 3 min read

სტატიაში გთავაზობთ გერმანიაში ჩატარებული მომხმარებელთა კვლევის შედეგებს, რაც ცხადყოფს, თუ როგორ უწყობენ ხელს ახალგაზრდა ონლაინ მყიდველები დაბალფასიანი ელექტრონული კომერციის ზრდას, ისეთი პლატფორმებით, როგორიცაა Temu, Shein, TikTok Shop, AliExpress და Amazon Haul. ახალგაზრდა მომხმარებლები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ონლაინშოპინგზე ხარჯების გაზრდისკენ, მაშინ როცა უფროსი ასაკის ადამიანებში მსგავსი ტენდენცია გაცილებით ნაკლებად შეიმჩნევა.


მთლიანობაში, მოცემულ ტენდენციას ახალგაზრდა მომხმარებლები ლიდერობენ. კერძოდ, 18-24 წლის გამოკითხულთა 47% ხარჯების გაზრდას აპირებს, რაც საგრძნობლად აღემატება 45-54 წლის (32%) და 65 წელზე უფროსი ასაკის (17%) რესპონდენტთა მაჩვენებლებს. პლატფორმებს შორის Temu ფართო ხილვადობითა და საზოგადოებრივი რეზონანსით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, ხარისხთან დაკავშირებული ეჭვებისა და უნდობლობის გამო, მომხმარებლები ფრთხილობენ ისეთი კატეგორიების იაფი ანალოგების შეძენისას, როგორიცაა ელექტრონიკა, ჰიგიენური საშუალებები და კვების პროდუქტები.


წელს ახალგაზრდა მომხმარებლები ონლაინშოპინგზე ხარჯების გაზრდას გეგმავენ. მათ შესყიდვით ქცევას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Temu, Shein, TikTok Shop, AliExpress და Amazon Haul. მომხმარებლები ამ არხებით არა მხოლოდ უფრო ხშირად ყიდულობენ, არამედ, ზოგადად, იმაზე მეტსაც ხარჯავენ, ვიდრე სხვა დროს. დაბალი ფასები და პროდუქტის მარტივად აღმოჩენის მოდელები ყიდვის გადაწყვეტილებას საგრძნობლად აადვილებს. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც — გარკვეული კატეგორიის პროდუქციის შეძენისას, ონლაინმყიდველები იაფ ალტერნატივებს მაინც სიფრთხილით ეკიდებიან.


18-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანების თითქმის ნახევარი სურს გაზარდოს ხარჯები დაბალფასიან პლატფორმებზე. გერმანიაში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა მკაფიო კორელაცია მომხმარებელთა ასაკსა და 2026 წელს ისეთ ახალ პლატფორმებზე ხარჯების გაზრდის სურვილს შორის, როგორებიცაა Temu, Shein, TikTok Shop, AliExpress და Amazon Haul. 18-24 წლის რესპონდენტთა 47% აცხადებს, რომ ამ არხებზე მეტი თანხის დახარჯვას გეგმავს. ეს მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად ეტაპობრივად კლებულობს: 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ხარჯების გაზრდას 32% აპირებს, ხოლო 65 წელს გადაცილებულ მომხმარებლებში ამ მოსაზრებას მხოლოდ 17% იზიარებს. მიუხედავად ამ მკაფიო, წრფივი კანონზომიერებისა, ტენდენცია ყველა პლატფორმისთვის ერთნაირი არ არის - ზოგიერთი სერვისი მკვეთრად არის ორიენტირებული ახალგაზრდებზე, ზოგს კი უფრო ფართო, თაობათაშორისი წვდომა აქვს.


ყველა ასაკობრივ ჯგუფს შორის Temu ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიგნება სწორედ სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფში Temu-ს სტაბილური პოზიციაა. უფროსი ასაკის იმ მომხმარებელთა 70%-ზე მეტი, რომლებიც დაბალფასიან საიტებზე ყიდულობენ, უპირატესობას სწორედ Temu-ს ანიჭებს. სხვა პლატფორმების შემთხვევაში კი, კავშირი ახალგაზრდა აუდიტორიასთან ბევრად უფრო მკაფიოა.


რატომ მაშინ Temu? სავარაუდო მიზეზი ბრენდის პოპულარობაა. Temu-მ სხვადასხვა ბაზარზე მედიის აქტიური გაშუქებით, მარეგულირებლების ინტერესითა და საზოგადოებრივი განხილვებით კარგად ისარგებლა. ამან ბრენდის ცნობადობა გაცილებით ფართო აუდიტორიაში გაზარდა და გასცდა მხოლოდ ახალგაზრდა, „ციფრულ მომხმარებლებს“. Amazon Haul-ის მყიდველთა დაახლოებით მესამედს ჯერ კიდევ უფროსი თაობა შეადგენს, თუმცა Shein-ისა და TikTok Shop-ის შემთხვევაში ეს წილი ბევრად მცირეა - მათ მეტწილად 35 წლამდე ასაკის მომხმარებლები სტუმრობენ. აი, ელექტრონიკა კი ის წამყვანი კატეგორიაა, სადაც მყიდველები ფასის გამო კომპრომისზე არ მიდიან.



მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტური ონლაინპლატფორმები სულ უფრო პოპულარული ხდება, მომხმარებლებისთვის ფასი ყველა კატეგორიის პროდუქტზე თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად, ელექტრონიკის შეძენისას ბევრი მაინც უარს ამბობს იაფფასიან ალტერნატივებზე, რადგან მათთვის ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა პრიორიტეტულია. ამ კატეგორიას ოდნავ ჩამორჩება თავის მოვლის საშუალებები (28%) და სასურსათო პროდუქტები (26%) — ორივე ეს მიმართულება პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის ნდობასთან, უსაფრთხოებასა და ყოველდღიურ საჭიროებებთან.


დაბალფასიანი პლატფორმა და ასაკი; ახალგაზრდები ონლაინ მაღაზიებში დიდ თანხებს იმიტომ კი არ ხარჯავენ, რომ აუცილებლად დიდი ბიუჯეტი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ შეიქმნა გარემო, სადაც შოპინგი მარტივი, მიმზიდველი და იაფი ჩანს. Temu, Shein, TikTok Shop, AliExpress და Amazon Haul მაქსიმალურად ამარტივებენ ყიდვის პროცესს. შედეგად, მომხმარებლები ხშირად და მცირე თანხებით ყიდულობენ ნივთებს, ეს მცირე ტრანზაქციები კი, საბოლოო ჯამში, დიდ ხარჯად იკვრება.


Temu-ს ასეთ სწრაფ პოპულარობაში უდიდესი როლი მედიამ ითამაშა. აქტიურმა გაშუქებამ, საკანონმდებლო განხილვებმა და საზოგადოებრივმა აჟიოტაჟმა ბრენდს იმაზე ფართო აუდიტორია მოუპოვა, ვიდრე უბრალოდ „ციფრული ახალგაზრდობაა“. დღეს ის ბიუჯეტური შოპინგის მთავარ სიმბოლოდ იქცა. აი, Shein და TikTok Shop კი უფრო მეტად მაინც ახალგაზრდებზეა ორიენტირებული - აქ ყველაფერს სოციალური ქსელები, ტრენდები და კონტენტის შემქმნელები (კრეატორები) მართავენ.


 
 
bottom of page