გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Geopay, იგივე Cscart.ge.
კომპანია "ჯეოფეი" 2011 წელს დაარსდა და მისი მიზანი ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარებაში მონაწილეობის მიღებაა. სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ მაღაზიის პლათფორმების შესწავლის შემდგომ, კომპანიამ არჩევანი CS-cart-ზე შეაჩერა, რომელიც მდიდარი ფუნქციონალით და მარტივად სამართავი ადმინისტრაციული პანელით გამოირჩევა.
CS-Cart პლათფორმა, რომელსაც გთავაზობთ, ტექნოლოგიურად და ფუნქციონალის თვალსაზრისით, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტის B2C, B2B (როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი) და დამატებით Marketplace-ის ტიპის ონლაინ მაღაზიის მოთხოვნებს, გამოიყენება 170-ზე მეტ ქვეყანაში, 2014 წლიდან კი ჩვენი გუნდი ავტორიზებული პარტნიორია საქართველოში. ამ ეტაპზე, ჩვენ, ონლაინ მაღაზიების ყველაზე დიდ პორტფოლიოს ვფლობთ საქართველოში ▷ 100 ზე მეტი შესრულებული ონლაინ მაღაზიის პროექტი ...
თუ გსურთ, შექმნათ საერთაშორისო სტანდარტის ონლაინ მაღაზია და იცით ან არ იცით როგორ დაიწყოთ, შეავსეთ ფორმა ბმულზე ონლაინ მაღაზიის შექმნა | მოთხოვნის გაგზავნა და გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას.
ადმინ სამართავი პანელის დემო ვერსიაში კი შეგიძლიათ მოსინჯოთ სასურველი ფუნქციონალი DEMO ADMIN PANEL.
ძირითადი მომსახურებების ჩამონათვალი:
ონლაინ მაღაზიის ტიპები: - CS-cart Plus B2C - CS-cart Marketplace (Multi-Vendor Software სავაჭრო ცენტრის ტიპის, Amazon, Ebay, Etsy და სხვ.) - CS-cart Ultimate B2B
დიზაინი (Responsive), მაგ: Unitheme
ონლაინ გადახდის მეთოდის ინტეგრაცია
ონლაინ განვადების მეთოდის ინტეგრაცია
სასაწყობო სისტემასთან ინტეგრაცია
საკურიერო სისტემასთან ინტეგრაცია
ჰოსტინგ მომსახურება და ტექნიკური ინფრასტრუქტურა
ონლაინ მაღაზიის ტექნიკური მხარდაჭერა
ინტეგრირებული სერვისების ტექნიკური მხარდაჭერა
Comments