Startup Summit & Startup World Cup Georgia 2025
- guntsadze
- 3 days ago
- 2 min read

მოხარული ვართ გაცნობოთ Georgian Startup Summit & Startup World Cup Georgia 2025, საქართველოს სტარტაპების ეროვნული შეჯიბრი, მსოფლიოს უმსხვილეს სტარტაპ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. წლევანდელი ფინალის გამარჯვებული მიიღებს უნიკალურ შესაძლებლობას, წარსდგეს სილიკონ ველის გლობალურ სცენაზე 100-ზე მეტი ქვეყნის სტარტაპ ჩემპიონთან ერთად და იბრძოლოს Pegasus Tech Ventures-ის $1 მილიონიანი საინვესტიციო პრიზისთვის. ეს არის ფონდი, რომელმაც ხელი შეუწყო ისეთ კომპანიებს, როგორიცაა SpaceX და
23andMe.
📍 მთავარი ღონისძიება:
თარიღი: 19 ივნისი, 2025
ადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
სამიტი აერთიანებს საქართველოს ყველაზე პერსპექტიულ დამფუძნებლებს, გლობალურივენჩურული კაპიტალის წარმომადგენლებს, სტარტაპ ეკოსისტემის ლიდერებს და ტექნოლოგიების
ენთუზიასტებს - ინოვაციაზე, ინვესტიციებსა და გლობალურ ზრდაზე ორიენტირებული ენერგიული შეკრებისთვის.
🎯 რას უნდა ველოდოთ 19ში:
• შედეგზე ორიენტირებული ვორქშოფები: ფანდრაიზინგი, იურიდიული საკითხები, პროდუქტის ოპერაციები
• სტარტაპ ექსპო და ღია ნეთვორქინგი
• ღია დიალოგები, პანელები და საერთაშორისო სპიკერები
• Startup World Cup Georgia-ის ფინალი - ტოპ 10 სტარტაპი წარდგება რეალურ სცენაზე!!
უნიკალური შესაძლებლობა, მოუსმინოთ მათ იდეებსა და გამოცდილებას.
• VIP შეხვედრა მოწვეული სტუმრებისა და სპიკერებისთვის
🗓 20 ივნისი - მხოლოდ ინვესტორებისთვის განკუთვნილი დღე
დღე განკუთვნილია კერძო ნეთვორქინგისთვის, საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობისა და მოზიდვისთვის (dealflow discovery), ასევე, ექსკლუზიური Roundtable-ებისთვის წამყვან ინვესტორებთან, LP-ებთან და family office-ებთან ერთად.
მაშინ, როცა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გლობალურ მნიშვნელობას იძენს, ჩვენი სამიტი გთავაზობთ სრულყოფილ პლატფორმას დაუკავშირდეთ პროგრესულად მოაზროვნე ინოვატორებსა და ინვესტორებს კავკასიის უძველეს უნივერსიტეტში, თსუ-ს ისტორიულ, აკადემიურ გარემოში.
🎙 სპიკერები, პანელისტები და ვორქშოფების მენტორები:
● Bill Reichert — პარტნიორი Pegasus Tech Ventures-ში; სილიკონ ველის ლეგენდა
ვეტერანი და დამწყები სტარტაპების გლობალური ინვესტორი
● Sheel Mohnot — Better Tomorrow Ventures-ის დამფუძნებელი და გენერალური
პარტნიორი; გლობალური ფინტექ ინვესტორი პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის
● Chris Burry — Global Innovation Dojo-ს დამფუძნებელი; სტარტაპების გლობალური
მენტორი
● Haytham El-Azaizy — Intuitio VC-ს მმართველი პარტნიორი (საუდის არაბეთში); Top 40 Under 40 MENA
● Justin Hwa — ელექტრონული კომერციისა და AI ექსპერტი; Ebay-ის გლობალური
ინოვაციების ყოფილი ხელმძღვანელი
● Sameer Sortur — SquareCircle Ventures-ის დამფუძნებელი პარტნიორი; Startup Grind
Dubai-ის დირექტორი
● Colin Donohue — Startup Connect-ის დამფუძნებელი და Global Innovation Dojo-ს
თანადამფუძნებელი; აკავშირებს ინვესტორებსა და დამფუძნებლებს
შემგვიერთდით, ერთად ვიზეიმოთ ქართული ინოვაციის ახალი ტალღა - და ჩვენთან ერთად
იხილეთ, როგორ მოიპოვებს ერთ-ერთი სტარტაპი შესაძლებლობას წარსდგეს სილიკონ ველზე!
"eCOMMERCE ASSOCIATION GEORGIA" -ს პარტნიორობით,
გთავაზობთ სპეციალურ პრომოკოდებს:
• 50%-იანი ფასდაკლება General Pass ბილეთზე — პრომოკოდი: ecag*GP3Tq
• 20%-იანი ფასდაკლება VIP ბილეთზე — პრომოკოდი: ecag#V!P9rL
მეტი ინფორმაციისტვის თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს Facebook ან/და LinkedIn-ზე.
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!