გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - HT Solutions.
High-Tech Solutions LTD (HTS) - 2008 წელს დაფუძნებული ქართული IT კონსალტინგური კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფერო და მიმართულება თავიდანვე მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული, კომპანია მაღალი დონის IT მომსახურებას ისახავდა მიზნად. იმ დროისთვის კომპანიის სერვისების პორტფოლიოში შედიოდა IT საკონსულტაციო მომსახურეობა, IT აუდიტის ჩატარება, IT ინფრასტრუქტურების ოპტიმიზაცია და ჰოსტინგი. თუმცა, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2012 წელს, კომპანიის მენეჯმენტის მიერ იყო მიღებული გადაწყვეტილება ახალი სერვისების დამატების და განვითარების შესახებ. კომპანიის პორტფოლიოში დაემატა IT ინფრასტრუქტურების დაგეგმარების/გამართვის სერვისები, სერვერული და ქსელური აპარატურის მიწოდება და გამართვა, პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება და დანერგვა, მონაცემთა სარეზერვო კოპირების და მონიტორინგის სისტემების დანერგვა,
მდგრადი ვირტუალური ინფრასტრუქტურების დანერგვა, დანერგილი სისტემების და სერვისების მომდევნო მხარდაჭერა.
ასევე პორტფოლიოში ბოლო წლებში დაემატა ბაზარზე უნიკალური სერვისები და გადაწყვეტილებები კიბერუსაფრთხოების, დევოპსის, დევსეკოპსის და დიდი ზომის მონაცემების დამუშავების მიმართლებით. მოკლე პერიოდში კომპანიამ დაუღალავი შრომის და პროფესიონალიზმის დახმარებით მოახერხა დაეკავებინა თავისი ნიშა ბაზარზე. კომპანიამ მიიღო თითქმის ყველა წამყვანი IT ვენდორის საპარტნიორო სტატუსი. ზოგი საპარტნიორო სტატუსი არის უნიკალური საქართველოს ბაზარზე და მიუთითებს კომპანიის მაღალ პროფესიონალიზმზე და მომსახურეობის მაღალ ხარისხზე.
პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე და გამოცდილი ტექნიკური პერსონალის დახმარებით, კომპანია უზრუნველყოფს თითოეული დამკვეთისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, დეტალურად აყალიბებს არსებული პრობლემის ან დასმული ამოცანის არსს და ირჩევს მისი გადაწყვეტის მაქსიმალურად ოპტიმალურ და ეფექტურ გზას.
ვცდილობთ გავხდეთ აღიარებული ლიდერები და რჩეული პარტნიორი, რითაც დავეხმარებით კომპანიებს მიაღწიონ თავიანთ მიზნებს ბიზნესში, მოწინავე IT ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა სწრაფად მიიღონ შედეგი ჩადებული ინვესტიციებიდან.
HT Solutions ძირითადი მიმართულებებია:
IT ქსელის ინფრასტრუქტურა:
სისტემების ინტეგრაცია
IT აუდიტი
პროაქტიული/რეაქტიული მხარდაჭერის სერვისები
პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება
ინფორმაციული ტექნოლოგიების მოწყობილობების მიწოდება
სისტემების მართვის აუთსორსინგ სერვისი
კიბერუსაფრთხოება:
პოლიტიკის მენეჯმენტი/ოპტიმიზაცია (IT Security Assessment, SIEM)
მონაცემთა უსაფრთხოება (მონაცემთა შიფრაცია, მონაცემთა გაჟონვის საწინააღმდეგო სისტემები, მონაცემთა კლასიფიკაცია, ნულოვანი ნდობა)
საბოლოო მომხმარებლების მოწყობილობების უსაფრთხოება/ანტივირუსული სისტემები (EDR, APP Control, APP AV)
აპლიკაციის უსაფრთხოება (WAF, მორწყვლადობის სკანერი, Cloud App Security)
ქსელის უსაფრთხოება (IPS, Firewall, Mail Security, Mobile Security)
პრივილეგირებული წვდომების სამართავი სისტემები (PAM, AD Security)
დიდი მონაცემების დამუშავება
კონსალტინგი დიდი ზომის მონაცემების სამართავი პლატოფრმების შესახებ
მონაცემთა მეცნიერების აუთსორსინგი
მონაცემთა ინჟინერიის აუთსორსინგი
დისტრიბუციული ფაილური სისტემების მიწოდება/დანერგვა
DevOps, DevSecOps და Agile:
დევოპს აუთსორსი
დევოპს მოწიფულობის აუდიტი და სტრატეგიის ფორმირება
ეჯაილ ტრანსფორმაცია
კონტეინერიზაცია
მიგრაცია ღრუბლოვან გარემოებში
GitOps
დევსეკოპსი
აპლიკაციების
ტესტირების ავტომატიზაცია – Tricentis, Selenium, Cypress, Appium, WebdriverIO, PlayWright, ETC
ტესტის მონაცემთა მენეჯმენტი და მასკინგის ავტომატიზაცია – Delphix, etc.
ტრენინგები DevOps და Agile-ს მიმართულებით.