top of page

iMart.ge - ასოციაციის ახალი წევრი


გვინდა სიხარულით გაცნობოთ რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Imart.ge


აიმარტი ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ. ჩვენთან თითქმის ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ. ჩვენ პროდუქციას სამართლიან ფასად ვყიდით - გთავაზობთ გარანტიას და მიგვაჩნია, რომ ონლაინ მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე "ყიდვა" ღილაკზე აწკაპუნებს მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ


ჩვენი მიზანი - ვიყოთ სასარგებლოები

 

ჩვენ გვჯერა, რომ ნივთები არსებობს იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება სასარგებლო, სასიამოვნო და მარტივი გახდეს. ამიტომაც, თქვენთვის სასურველი ნივთების მოძებნა მარტივი უნდა იყოს, ჩვენ ვყიდით არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო-ელექტრო ტექნიკას, ჭურჭელს, სამკაულებსა და ღვინოს, არამედ გეხმარებით, იპოვნოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები ერთ სივრცეში, ყოველგვარი ძალისხმევისა და დისკომფორტის გარეშე, რათა არ დაკარგოთ თქვენი ძვირფასი დრო და ენერგია ძებნასა და თავის ტკივილში - უბრალოდ, იცხოვრეთ ბედნიერად და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.  


აიმარტი - უნივერსალური პასუხია თქვენს ნებისმიერ სურვილზე. ჩვენ გათავისუფლებთ კომპრომისებისგან და საშუალებას გაძლევთ, იოცნებოთ უფრო გაბედულად. დახვეწილი საძიებო სისტემისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ვაუმჯობესებთ ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას.


ბედნიერება წვრილმანებშია

 

ჩვენ ვეხმარებით შეყვარებულებს - მივუთითებთ პროდუქტებზე, რომლებითაც მეორე ნახევრებს გააოცებენ... სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს ვაძლევთ მოტივაციას - მუდმივად პროგრესირდნენ და არასოდეს დანებდნენ! მეოჯახეებისთვის ვარჩევთ პროდუქტებს, რათა სახლში შეიქმნან კომფორტი და მყუდრო გარემო. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ პროდუქციის შერჩევაში ვწერთ სტატიებს, ვიღებთ ვიდეო მიმოხილვებსა და ვტესტავთ პროდუქტებს. 


მიწოდების სერვისი

 რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროდუქტის შეკვეთა შეგიძლიათ ადგილზე მიწოდებით. ჩვენ ვაწვდით პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში. შეკვეთამდე, საშუალება გაქვთ, გამოიყენოთ თქვენთვის მოსახერხებელი გადახდის ფორმები, როგორებიცაა: გადახდა მიტანისას, VISA/MASTERCARD ბარათით გადახდა და ონლაინ განვადება საქართველოს წამყვან ბანკებთან.



ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს მომხმარებლებს არასდროს გაუჩნდეთ კითხვა: "სად ვიპოვნო სასურველი პროდუქტი?", ამიტომაც, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოვადგენთ არა მხოლოდ ყველაზე დიდ ონლაინ სავაჭრო სივრცეს, არამედ ჩვენი პლატფორმა ხელსაყრელი გარემოა მეწარმეებისა და იმპორტიორებისთვისაც -  ყველას შეუძლია, ჩვენთან ერთად დაიწყოს პირველი ბიზნესი ან გააფართოვოს მიმდინარე საქმიანობა, საქართველოში შემოიტანოს  ბაზრისთვის ახალი პროდუქცია, რომელიც, ცხადია, მომგებიანი იქნება როგორც მომხმარებლისათვის, ასევე გამყიდველისთვის, და ჩვენთვისაც კი, - შედეგად ხომ მოსახლეობის დიდ ნაწილს დავეხმარებით, გახდნენ უფრო ბედნიერები

Imart - ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ.

コメント


bottom of page