"იუნით" - ასოციაციის ახალი წევრი
- Mar 25, 2024
- 1 min read
Updated: Feb 26
„იუნით“ ოფიციალურად გახდა იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრი. ასოციაციის წევრობა ხაზს უსვამს კომპანიის აქტიურ ჩართულობას ქვეყნის ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში და მის როლს eCommerce ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში.

UNIT.STORE არის ერთიანი eCommerce პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სრულ პორტფელს, დომეინების რეგისტრაციიდან პროფესიონალურ IT სერვისებამდე - ერთიან, ინტეგრირებულ ონლაინ სივრცეში.
კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ბრენდებთან, მათ შორის: Microsoft, Google, Adobe, 3CX, Zoho, Zoom, Bitdefender და DigitalOcean, და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის და სანდო ციფრულ გადაწყვეტილებებს როგორც ბიზნესებისთვის, ისე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის.
ერთიანი ანგარიშის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ მართონ საკუთარი ციფრული პროდუქტები, განახორციელონ გადახდები და მიიღონ პროფესიონალური IT მომსახურება და კონსულტაცია ერთ ცენტრალიზებულ ეკოსისტემაში.


