top of page

MONREM - ასოციაციის ახალი წევრი


გვინდა სიხარულით გაცნობოთ რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Monrem.


შპს მონრემი 2016 წელს შეიქმნა, 2018 წელს კი საქართველოს ეროვნული ბანკისგან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზია მიიღო. 2022 წელს კომპანიის 100% წილის მფლობელი გახდა კვიპროსზე დაარსებული კომპანია, Limited Liability Company E.P.G Global Platform Services Limited ( Cyprus ), რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფინტექის მიმართულებით.


2023 წლიდან შპს მონრემს საბ-ექვაირერის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საქართველოში არსებულ სამ უმსხვილეს ბანკთან - საქართველოს, თიბისისა და ლიბერთი ბანკებთან. კომპანიას აქვს უფლება და შესაძლებლობა დააინტეგრიროს გადახდების სისტემები ნებისმიერ ვებგვერდზე, პლატფორმასა თუ აპლიკაციაზე. დამატებით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ ადმინპანელის მეშვეობით ვებგვერდზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რეპორტის მიღებას დღის, კვირისა თუ თვის ჭრილში და მონიტორინგის წარმოებას.


ჩვენი დამფუძნებელი საერთაშორისო კომპანიის დახმარებით, შესაძლებლობა გვაქვს საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესებს გავუწიოთ დეველოპერული მომსახურება, შევუქმნათ ვებსაიტი და დავეხმაროთ გაყიდვების გაზრდაში.


საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მთავარი პროდუქტი საგადახდო სისტემის ინტეგრაციაა, ჩვენი კლიენტის სურვილის მიხედვით, შეგვიძლია ვებგვერდზე დავაინტეგრიროთ ერთ-ერთი ან თუნდაც ჩვენი სამივე პარტნიორი ბანკის საგადახდო სისტემა. ჩვენი პოტენციური კლიენტები e-commerce ბაზარის წარმომადგენლებია, შესაბამისად, გვაქვს გამოცდილება ონლაინ მაღაზიებთან თანამშრომლობის.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ საქართველოში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს e-commerce ვებგვერდების აწყობაშიც ვეხმარებით, რაც ზრდის მათ გაყიდვებსა და შემოსავლიანობას.


უპირველეს ყოვლისა, გვსურს, ვიყოთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ასოციაციის წევრი, მონაწილეობა მივიღოთ მათ მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და ღონისძიებებში. დამატებით, e-commerce ასოციაციის წევრობა შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რომ ბიზნესის დიჯიტალიზაცია გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს მათ წარმოუდგენიათ.


ecommerce association georgia logo tr 2_edited.png
იქომერს ასოციაცია - საქართველო

ჩვენ ხელს ვუწყობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოში ელექტრონული კომერციისა და ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას.

Email: info@ecag.ge 

Phone: +995 599 99 20 30

  • Facebook
  • LinkedIn
მიიღე ჩვენი სიახლეები

მადლობა!

პარტნიორები

 © 2025 by eCommerce Association Georgia

bottom of page