Nebi - ასოციაციის ახალი წევრი
- Jun 16
- 1 min read
Nebi „იქომერს ასოციაცია-საქართველოს“ წევრი გახდა! პარტნიორობა მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ და კომერციულ სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარების ხელშეწყობას და ბიზნესებისთვის თანამედროვე ციფრული შესაძლებლობების გაზიარებას.
წევრობის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლას, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას და იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის, ელექტრონული კომერციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას. თანამშრომლობა ასევე შექმნის ახალ შესაძლებლობებს ტექნოლოგიურ კომპანიებსა და კომერციის სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

Nebi არის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს პროგრამულ ეკოსისტემას სთავაზობს და ეხმარება მათ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, პროცესების ავტომატიზაციასა და ოპერაციების ოპტიმიზაციაში. კომპანიის მისიაა ორგანიზაციების გაძლიერება და მათი სრული პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა თანამედროვე პროგრამული პროდუქტების შექმნის გზით. Nebi-ს პროდუქტების ეკოსისტემა სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებს ერგება, მათ შორის საბანკო, სადაზღვევო, ფინტეკ, iGaming, სატელეკომუნიკაციო, სამოგზაურო და ელექტრონული კომერციის სფეროებს. ეკოსისტემა მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა:
Dohris — ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო პლატფორმა (HRIS), რომელიც თანამშრომლის სრულ სამუშაო ციკლს ერთ სისტემაში აერთიანებს და ორგანიზაციებს HR პროცესების ავტომატიზაციასა და ეფექტიან მართვაში ეხმარება.
Egofy — მომხმარებელთა ავტომატიზებული ვერიფიკაციის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების შემოწმებას, ბიომეტრიულ იდენტიფიკაციასა და AML სკრინინგს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა სწრაფ, უსაფრთხო და რეგულაციებთან შესაბამის რეგისტრაციას ონლაინ პლატფორმებზე.
Unvox — მომხმარებელთა მხარდაჭერის ლაივ ჩატ პლატფორმა, რომელიც AI ავტომატიზაციისა და ანალიტიკის მეშვეობით ბიზნესებს მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაში ეხმარება.
Tikito — მოთხოვნების მართვის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელთა მხარდაჭერასა და შიდა ოპერაციებს ერთ სისტემაში აერთიანებს და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართონ თითოეული საკითხი მისი მიღებიდან საბოლოო გადაწყვეტამდე.
Nebi-ს „იქომერს ასოციაცია-საქართველოს“ წევრობა ხელს შეუწყობს ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარების, ინდუსტრიული კავშირების გაძლიერებისა და ციფრული კომერციის განვითარების მიმართულებით. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბიზნეს ეკოსისტემების დაახლოებას და საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური და სავაჭრო შესაძლებლობების განვითარებას.


