top of page

5 თებერვალს "იქომერს ასოციაცია საქართველო" მორიგ "Networking event"-ს გამართავს

  • guntsadze
  • 7 days ago
  • 1 min read

5 თებერვალს „იქომერს ასოციაცია 

საქართველო“ მორიგ ნეთვორქინგ  ღონისძიებას გამართავს, რომელიც  ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის  შექმნილ, უნიკალურ სივრცეს წარმოადგენს.


ღონისძიება გამოირჩევა პროფესიული და მეგობრული გარემოთი, სადაცმონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გააღრმავონ არსებული კავშირები, დაამყარონ ახალი პარტნიორობები და გაიღრმავონ ცოდნა ინდუსტრიის აქტუალურ თემებზე.


ამჯერად ღონისძიების მთავარი სპონსორია Galt & Taggart, რომელიც აუდიტორიას

 მნიშვნელოვან და საინტერესო კვლევას წარუდგენს. პრეზენტაციის ფარგლებში გალტ & თაგარტი წარადგენს ელექტრონული კომერციის სიღრმისეული კვლევის

შედეგებს, შეაჯამებს ელ-კომერციის ბაზრის დინამიკას  როგორც ადგილობრივ 

ბაზარზე, ისე საერთაშორისო გამოწერების  ჭრილში, და მიმოიხილავს

 სექტორის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანისაფუძველია ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისა და ზრდისთვის, ასევე ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.


Galt & Taggart-ის გარდა ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციებს წარადგენენ: გლოვო; ელიტ ელექტრონიქსი; დრესაფი და სხვა კომპანიები...

ღონისძიება მოიცავს როგორც პრეზენტაციების ციკლს, ასევე ინტერაქციულ დისკუსიებს და არაოფიციალურ ნეთვორქინგს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ ერთმანეთს, გაეცნონ ახალ შესაძლებლობებს და ჩამოაყალიბონ თანამშრომლობები.


„Networking Event“-ები ასოციაციის

 ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ

ინიციატივად ითვლება. უკვე ჩატარებულმა ღონისძიებებმა 

გვაჩვენა, რომ მსგავსი შეხვედრები

მნიშვნელოვნად აფართოვებს კომპანიებს შორის თანამშრომლობას და ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის განვითარებას ქვეყანაში.


ამ ღონისძიებების საშუალებით, ხდება არა მხოლოდ  ცოდნის გაზიარება, არამედ ინდუსტრიაში ერთიანი პროფესიული საზოგადოების 

ჩამოყალიბება, ხელშეწყობა და ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერება.


5 თებერვლის ნეთვორქინგ ღონისძიება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული ელექტრონული კომერციის სცენა სწრაფად ვითარდება.

„იქომერს ასოციაცია საქართველო“ ძალებს არ იშურებს ამ ინიციატივის განხორცილებაში , რომ მოხდეს მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ინდუსტრიის განვითარებისთვის, შეიქმნას პლატფორმა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის და ხელი შეუწყოს ქართული ელექტრონული კომერციის სტაბილურ და მდგრად ზრდას.

 
 
bottom of page