top of page

Onoff.ge - ასოციაციის ახალი წევრი


გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Onoff.ge - ყველა მაღაზია ერთ სივრცეში.


Onoff.ge ქართულ ინტერნეტ სივრცეს 2019 წელს შეემატა. იგი აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიის მაღაზიებს და დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლევს, მოძებნონ, შეადარონ და შეიძინონ მათთვის სასურველი პროდუქცია. პლატფორმის მიზანია, სხვადასხვა მაღაზიებს მომხმარებელთან კომუნიკაციაში, ხელსაყრელი პირობების შეთავაზებასა და შეკვეთის მიწოდებაში დაეხმაროს. 


Onoff.ge ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ადამიანებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანს - დროს ზოგავს. წარმოიდგინეთ, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს მისთვის სასურველი პროდუქტის ფასები სხვადასხვა მაღაზიაში, დაადგინოს, რომელ მაღაზიას აქვს ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზება და რამდენიმე საათში მიიღოს შეკვეთა. 


ამ დროისთვის, “ონოფის” კატალოგში 150-ზე მეტი მაღაზიის 100,000-ზე მეტი სახეობის პროდუქტის შერჩევაა შესაძლებელი. ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირება და სამიზნე აუდიტორიასთან წვდომა შეუძლია ნებისმიერ დიდ თუ პატარა მაღაზიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტსა და გაყიდვას ეწევა. 


რაც შეეხება გადახდებს, Onoff.ge-ზე მომხმარებლებს გადახდა შეუძლიათ ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით და საბანკო განვადებით. 


წარმატებული ციფრული სტრატეგიისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტი პარტნიორის მოზიდვა, ამიტომ Onoff.ge-მ საკუთარი ვებ-გვერდის ერთი ნაწილი სწორედ პარტნიორების შეთავაზებებს დაუთმო. ამ გადაწყვეტილებამ, როგორც კამპანიის შედეგებიდან ჩანს, გაამართლა. დამატებით, პროდუქტის შესყიდვის პროცესში შეტყობინების ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, შეეფასებინა მიღებული სერვისი, გამოეწერა Onoff.ge-ის Facebook გვერდი და დაეწერა საკუთარი შეფასება. 


2023 წელს კომპანია კვიპროსში დაარსებულმა საერთაშორისო კომპანიამ, Omnirama Limited-მა შეიძინა, რომელმაც რამდენიმეთვიანი კვლევის შედეგად გადაწყვიტა საქართველოში ამ ინვესტიციის განხორციელება. უახლოეს პერიოდში კომპანია ახალი პლატფორმის გაშვებას გეგმავს, რომელიც გაცილებით მოსახერხებელი და კომფორტული იქნება ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისათვის. Onoff.ge-ს სურს, უმოკლეს პერიოდში, ვებ-გვერდზე სხვადასხვა მაღაზიის რაოდენობა მინიმუმ გააორმაგოს, რაც ბუნებრივია, მეტ ადამიანს დაეხმარება სასურველი პროდუქციის სახლიდან გაუსვლელად შეძენაში. 


Onoff.ge მიზნად ისახავს, შეუერთდეს ისეთ ასოციაციებს, როგორიცაა იქომერს ასოციაცია - საქართველო, რათა ჩაერთოს მათ ღონისძიებებში და აქტიურად ითანამშრომლოს ქართულ კომპანიებთან.

コメント


bottom of page