top of page

🚀 „ონვეი“ – იქომერს ასოციაციის ახალი წევრი

Feb 17
2 min read

„ონვეი“ (OnWay) ოფიციალურად გახდა იქომერს ასოციაცია ჯორჯიას (eCommerce Association Georgia) წევრი. ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის როლს ქვეყნის ციფრული კომერციის ეკოსისტემაში.



„ონვეი“ არის თანამედროვე ლოგისტიკური პარტნიორი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ელექტრონული კომერციის ყოველდღიური პროცესები უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და მარტივად სამართავი გახდეს. „ონვეის“ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიდგომა, ოპერატიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად მართონ მიწოდების ჯაჭვი და სტაბილურად განვითარდნენ.


„ონვეის“ გუნდი კარგად იცნობს იქომერსის რეალურ საჭიროებებს - დაწყებული ამანათების სწრაფი გადაადგილებიდან, დასრულებული პროცესების ოპტიმიზაციითა და კომუნიკაციის გამარტივებით. სწორედ ეს გამოცდილება ქმნის საფუძველს პარტნიორობებისთვის, რომლებიც ბიზნესებს ზრდაში ეხმარება.


„ონვეის“ ძირითადი სერვისებია:


  • მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით - გზავნილების მიღება და გაგზავნა ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში, როგორც ფილიალებიდან, ისე სახლიდან გაუსვლელად.

  • კარიდან კარამდე მიტანა - ამანათების მიწოდება გამგზავნიდან პირდაპირ ადრესატის კარამდე.

  • ნებისმიერი წონის ამანათი - მცირე ზომის გზავნილებიდან დაწყებული, 1 000 კგ-მდე მძიმე ტვირთებით დასრულებული.

  • დოკუმენტების მიწოდება - საოფისე, ოფიციალური და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება.

  • COD (კურიერთან გადახდა) - მიმღებს შეუძლია ნივთის ღირებულება კურიერთან გადაიხადოს, რაც კვლავაც პოპულარული მეთოდია ონლაინ ვაჭრობისას.

  • სპეციალური პირობები ონლაინ მაღაზიებისთვის - ციფრული ინსტრუმენტები შეკვეთების მართვისთვის, SMS შეტყობინებები და ამანათის მეორედ გატანის უფასო სერვისი.

  • ამანათის სტატუსის მონიტორინგი - უნიკალური თრეკინგ-კოდის მეშვეობით ამანათის ადგილმდებარეობისა და სხვა ინფორმაციის გადამოწმება რეალურ დროში.

  • საავტორო პროგრამული უზრუნველყოფა და ინტეგრაციები - ონლაინ მაღაზიების შეკვეთების ავტომატური ასახვა ჩვენს პლატფორმაზე, თრეკინგი და ანგარიშგება API/Excel-ის მეშვეობით.

  • მხარდაჭერის ფუნქციონალი - მხარდაჭერის სისტემა შეკვეთების მართვისთვის, პრობლემების სწრაფი მოგვარებისა და ეფექტური კომუნიკაციისთვის.


იქომერს ასოციაცია ჯორჯიაში გაწევრიანება „ონვეისთვის“ ნიშნავს ცოდნის გაზიარებას, სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობასა და სხვა ინდუსტრიულ მოთამაშეებთან თანამშრომლობას. ეს წევრობა ასახავს კომპანიის მიზანს - იყოს არა მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი, არამედ ელექტრონული კომერციის განვითარების პროცესის აქტიური მონაწილე საქართველოში.


„ონვეი“ განაგრძობს მუშაობას ინოვაციური ლოგისტიკური გადაწყვეტილებების განვითარებაზე, რათა ბიზნესებს მისცეს შესაძლებლობა, მომხმარებლამდე სწრაფად და საიმედოდ მიიტანონ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ გამორჩეული გამოცდილებაც.


 
 
bottom of page