Paysera Visa Signature - ერთი ბარათი უსაზღვრო შესაძლებლობები
- 1 day ago
- 2 min read
იქომერს ასოციაცია საქართველომ Paysera-სთან მიმოიხილა ახალი ინოვაციური პროდუქტი - Paysera Visa Signature. ინტერვიუში განხილულია ბარათის მრავალფუნქციურობა და ბენეფიტები, რომლებსაც Paysera მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიურ თუ საერთაშორისო ტრანზაქციებში.
Paysera Visa Signature მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონლაინ კომერციის ეკოსისტემის გაძლიერებაში, ციფრული გადახდების გამარტივებასა და მომხმარებლის საერთო გამოცდილების გაუმჯობესებაში. ამავდროულად, ის ბიზნესებს აძლევს ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა საერთაშორისო ოპერაციების გამარტივებისთვის, ფინანსური კონტროლის გაუმჯობესებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.
რა იყო Paysera Visa Signature-ის შექმნის მთავარი მიზანი?
Paysera Visa Signature იმ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა, რომელსაც თანამედროვე მომხმარებელი ყოველდღიურად აწყდება - რამდენიმე სხვადასხვა ბარათის ქონის აუცილებლობა: ერთი ყოველდღიური გადახდებისთვის, მეორე სამოგზაურო ბენეფიტებისთვის. შექმნის ფილოსოფია ერთ კითხვას ეფუძნება: „რა სჭირდება თანამედროვე ადამიანს, რომელიც დღეს ქართულ, ხვალ ევროპულ, ზეგ კი გლობალურ სამყაროში ცხოვრობს?" - პასუხი კი ერთია: ერთი ბარათი, რომელიც ყველა სიტუაციაში მუშაობს.
როგორ აგვარებს ეს ბარათი რამდენიმე ბარათის საჭიროების პრობლემას?
ქართული საბანკო ბაზრიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში რამდენიმე ბარათის ქონა ადამიანების ყოველდღიურობად იქცა. გარდა იმისა, რომ ეს მოხმარების თვალსაზრისით არაკომფორტულია, ყველა ბარათზე ყოველ თვე საკომისიო გადახდა, მიუხედავად იმისა, ისარგებლა თუ არა ამ ბარათით მომხმარებელმა - საკმაოდ არაბიუჯეტურია.
Paysera Visa Signature ამ პრობლემას ერთი გადაწყვეტილებით ხსნის: ერთ ბარათში აერთიანებს ყოველდღიურ გადახდებს, საერთაშორისო გადარიცხვებს, სამოგზაურო ბენეფიტებსა და ოჯახის წევრების და თანამშრომლებისთვის დამატებითი ბარათების გაცემის შესაძლებლობას საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ერთ ანგარიშზე დამატებითი 20 ბარათის მიბმა შეუძლიათ, რაც ბიზნესისთვის სხვადასხვა ტიპის ხარჯს მეტად გამჭვირვალეს ხდის, ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი და ამასთანავე, ბარათებზე წვდომების განსაზღვრაც შესაძლებელია.
რა განასხვავებს მას ტრადიციული პრემიუმ ბარათებისგან?
მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ფასი და ხელმისაწვდომობაა. ბაზარზე ანალოგიური პრემიუმ ბარათები 20–25 ლარი ღირს ყოველ თვე და ხშირად მხოლოდ ბენეფიტების შეზღუდულ ნაწილს მოიცავს. Paysera Visa Signature კი იმავე და მეტ ბენეფიტებს მომხმარებელს თვეში მხოლოდ 5 ლარად სთავაზობს, დამატებითი ან ფარული გადასახადების გარეშე. გარდა ამისა, ტრადიციული პრემიუმ ბარათების აღება ხშირად მოიცავს წინაპირობებს, როგორიცაა მაღალი შემოსავლისა და ბევრი ტრანზაქციის არსებობა - Paysera-ს შემთხვევაში კი ეს ბარიერი არ არსებობს, რადგან ბანკისთვის ყველა მომხმარებელი მნიშვნელოვანია.
როგორ უწყობს ხელს ეს პროდუქტი e-commerce-ის განვითარებას საქართველოში?
ბოლო წლების განმავლობაში ონლაინ შოპინგის მზარდმა წილმა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ მომხმარებელში საკმაოდ იმატა. შესაბამისად, ბარათის შექმენისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მისი თავსედობა გლობალურ პლატფორმებთან და მომხმარებლისთვის გამოცდილების გაუმჯობესება.
ბარათს თან ახლავს მულტისავალუტო (20+) ანგარიში, რომლითაც შესაძლებელია კონკრეტული ქვეყნის პლატფორმაზე შესაბამის ვალუტაში გადახდა და ამით კონვერტაციის ხარჯებისგან თავის აცილება. გამომდინარე იქიდან, რომ იქომერსის გაზრდილმა პოპულარობამ მომხმარებლების მონაცემების დაცვისა და მათი უსაფრთხოების კუთხით შესაბამისი ზომების მიღებაც განაპირობა - პეისერას ბარათით განხორციელებული თითოეული ონლაინ ტრანზაქცია დაცულია ორმაგი ავთენტიფიკაციით. გადახდის დადასტურება კი პირდაპირ აპლიკაციიდან - SMS-ის გარეშე ხდება.
გარდა ამისა, პეისერა მომხმარებლებს უცხოურ ვებგვერდებზე გადახდისას დამატებითი საკომისიოს გარეშე სთავაზობს.
რა როლი აქვს SEPA-ს ინტეგრაციას მომხმარებლებისთვის?
SEPA-ს ინტეგრაცია Paysera-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა. ის პრაქტიკულად ნიშნავს ევროპის ფინანსური საზღვრების გაქრობას ქართველი მომხმარებლებისთვის: გადარიცხვები ევრო ზონაში ფიქსირებულ 7 ევროდ ხდება, თანხის ოდენობისგან დამოუკიდებლად. მიმღები კი თანხას მყისიერად იღებს.
თუმცა გარდა SEPA ინტეგრაციისა ჩვენ ემიგრანტებს, ასევე სტუდენტებს, რომლებიც ევროპაში სწავლობენ და მათ ოჯახებს ვთავაზობთ ფინანსურ მოქნილობას. მათ შეუძლიათ პეისერას მომხმარებლებს შორის თანხის გადარიცხვა მყისიერად, საკომისიოს გარეშე შეძლონ და ასევე ერთ მომხმარებელზე დამატებით 20 ბარათი გაიაქტიურონ - ინდივიდუალური ლიმიტებითა და ტრანზაქციების გამჭვირვალობით.
როგორ ეხმარება Visa Signature Business ქართულ ბიზნესებს საერთაშორისო ოპერაციებში?
ბიზნეს ბარათი ქართულ კომპანიებს სთავაზობს:
გადახდებს 20 ვალუტაში, გამჭვირვალე კონვერტაციით
ევროპულ IBAN ანგარიშს, რაც ევროპელ პარტნიორებთან ანგარიშსწორებას ისეთივე პროცესად აქცევს, როგორც ადგილობრივი ბიზნესებითვის.
ერთ ანგარიშზე 20-მდე დამატებითი ბარათის გაცემას გუნდის წევრებისთვის ინდივიდუალური ლიმიტებითა და გამჭვირვალობით
Visa Concierge-ის მეშვეობით ფასდაკლებებს Microsoft 365-ზე, AWS-ზე, Regus-ზე, Meta-სა და Google-ზე
Fast Track სერვისსა და ლაუნჯებზე წვდომას მივლინებების დროს


