top of page

Paysera ასოციაციის ახალი წევრი

  • guntsadze
  • Jul 21
  • 1 min read

პეისერა ბანკი უსაზღვრო ევროპული შესაძლებლობებისთვის - ინოვაციური

ციფრული საბანკო მომსახურება საქართველოში


პეისერა ბანკი საქართველოს საბანკო სექტორში მნიშვნელოვან სიახლეს

წარმოადგენს, როგორც პირველი სრულად ციფრული საბანკო ლიცენზიის მქონე

ფინანსური ინსტრიტუტი და ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ბანკი

Paysera-ს საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომელიც 2004 წელს ლიეტუვაში

დაარსდა, როგორც პირველი ფინტექ კომპანია ბალტიისპირეთში და ამჟამად

ევროპის 9 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.

პეისერა ბანკის ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან

ინტეგრაციას ეფუძნება, რაც მის უსაფრთხოებასა და სანდოობას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობით, ბანკმა საქართველოში დანერგა

ინოვაციური ციფრული პროდუქტები და მომხმარებლებს მისცა ევროპულ

სერვისებზე შეუზღუდავი და მყისიერი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.

პეისერა ბანკი საბანკო მომსახურებისადმი თავისი ინოვაციური მიდგომით

გამოირჩევა, რაც მრავალფეროვან და მოქნილ სერვისებში გამოიხატება. ბანკი

მომხმარებლებს სთავაზობს დისტანციურ რეგისტრაციას და ანგარიშის გახსნას

მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რაც საბანკო მომსახურების მიღებას

მნიშვნელოვნად ამარტივებს. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ქართული და

ევროპული IBAN ანგარიშების ერთ სივრცეში გაერთიანების შესაძლებლობაა.

ბანკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საერთაშორისო გადარიცხვების

განხორციელებაა SEPA და SEPA Instant სისტემების მეშვეობით. მომხმარებლებს

შეუძლიათ ისარგებლონ გადარიცხვებით 20-ზე მეტ ვალუტაში მყისიერად და

დაბალი საკომისიოთი. პეისერა ბანკი ასევე სთავაზობს ბაზარზე საუკეთესო

სავალუტო კონვერტაციის კურსს, 30-ზე მეტ ვალუტაში.

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, პეისერა ბანკმა დანერგა ისეთ

სერვისები, როგორიცაა გადახდის ინიცირების მომსახურება ღია ბანკინგის

ტექნოლოგიით და Paysera API, რომელიც ბიზნესებს პროცესების ავტომატიზაციის

საშუალებას აძლევს და მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის, როგორც B2C ასევე B2B მიმართულებით.

პეისერა ბანკი აგრძელებს განვითარებას და გეგმავს ახალი პროდუქტების, მათ

შორის პლასტიკური ბარათების, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურების

დანერგვას. ბანკის მიზანია, უზრუნველყოს ინოვაციური ციფრული პროდუქტების


ხელმისაწვდომობა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება

საქართველოში.

 
 
bottom of page