top of page

Plexygon - ასოციაციის ახალი წევრი

  • guntsadze
  • Sep 3
  • 1 min read

Plexygon — გლობალური გამოცდილება, ლოკალური წარმატებისთვის

Plexygon.com-ში 2013 წლიდან ვქმნით ვებსაიტებს და ონლაინ მაღაზიებს, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ რეალურად ზრდის ბიზნესს. ჩვენმა გუნდმა უკვე 15-ზე მეტ ქვეყანაში შეასრულა 500+ პროექტი. ამ ეტაპზე რამოდენიმე მილიონია ბრუნვა იმ ონლაინ მაღაზიებზე, რომლებთაც ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს.

ჩვენ გვენდნენ ისეთი კომპანიები როგორიცაა: Wendy’s, Dunkin, Subway, Electrolux, Duracell, Lays და მრავალი სხვა.

ჩვენი ძლიერი მხარე მარტივია: გლობალური სტანდარტები + ლოკალური ცოდნა. სწორედ ამიტომ მცირე და საშუალო ბიზნესები, სერვისული ბიზნესები და ონლაინ მაღაზიების მფლობელები ირჩევენ Plexygon-ს, როდესაც ჭირდებათ — სწრაფი, ოპტიმიზირებული და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილება.

ვმუშაობთ ძირითადად WordPress-ზე და WooCommerce-ზე, რომელიც არის Open Source მოდელი, მაგრამ საჭიროების მიხედვით ვიყენებთ Shopify-ს, Webflow-ს, Lovable-ს და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეს მოქნილობა გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერი იდეა რეალობად ვაქციოთ — იქნება ეს სტარტაპი, რომელიც ახლა იწყებს, თუ დიდი ბრენდი, რომელსაც უკვე სჭირდება მასშტაბირება.

ასევე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ყოველი პროექტის დაწყებამდე გვაქვს კონსულტაციები, რომელიც სრულიად უფასოა ჩვენი ვებგვერდიდან, სადაც ხდება ტექნოლოგიის შერჩევა და კომპანიების ბიზნეს მოდელების გავლა.

რატომ გავხდით საქართველოს იკომერს ასოციაციის წევრები?ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ წევრობა — ეს არის პლატფორმა, სადაც შეგვიძლია:

  • გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა ადგილობრივ ბიზნესებს, და ჩვენც მივიღოთ მათი გამოცდილება;

  • შევუწყოთ ხელი იკომერსის პოპულარიზაციას;

  • ავამაღლოთ ონლაინ პლატფორმებისადმი ნდობა და სტანდარტები ქართულ ბაზარზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია ქართული ციფრული ეკოსისტემა უფრო სწრაფად და ხარისხიანად განვავითაროთ.

 
 
bottom of page