Quissly-მ გაიმარჯვა SelectUSA Tech Pitch კონკურსში თბილისში! 🏆
- 32 minutes ago
- 1 min read
მოხარული ვართ მივულოცოთ ჩვენი ასოციაციის წევრს Quissly 1-ელ ადგილზე გამარჯვება SelectUSA Tech Pitch კონკურსში, რომელიც 26 მარტს გაიმართა თბილისში.

150-ზე მეტი განმცხადებლიდან შერჩეულმა Quissly-მ, თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, თაზო ლეჟავას ხელმძღვანელობით, კონკურსში წარადგინა საკუთარი იდეა 9 წამყვან ფინალისტთან ერთად და წარმოაჩინა თავისი ინოვაციური ხედვა $1.5 ტრილიონიანი ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის განვითარებაზე. Quissly-ს თეზისი ხაზს უსვამდა AI-ის საფუძველზე მომავალი ინფრასტრუქტურის საჭიროებას, ხოლო ჟიურიმ აღიარა მათი მულტიმოდალური AI-ს უდიდესი გავლენა მომხმარებლის გამოცდილებაზე და ბიზნეს გაყიდვებზე.
ეს გამარჯვება არა მხოლოდ ტექნოლოგიურ წინსვლაა, არამედ Quissly-ის მიერ SelectUSA Tech Summit-ზე ადგილის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს მის შესვლას ამერიკულ ბაზარზე. იქომერს ასოციაცია საქართველო, ვამაყობთ, რომ ჩვენი წევრი Quissly ქმნის ელექტრონული კომერციის მომავალს და მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიურ ინოვაციას.
ვულოცავთ Quissly-ის გუნდს! თქვენი წარმატება გვამხნევებს საქართველოს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის ყველა წევრს.