რა არის შეკვეთების მართვის სისტემა?
- guntsadze
- 6 days ago
- 3 min read
შეკვეთების მართვის სისტემა (OMS - Orders Management System) — ეს არის ნებისმიერი სისტემა, რომელიც კომპანიებს ეხმარება თვალი ადევნონ, მართონ და შეასრულონ შეკვეთები მომხმარებლის მხრიდან, მათი განთავსების მომენტიდან საბოლოო მიწოდებამდე, დაბრუნების ჩათვლით. ყველაზე მარტივი ფორმით, ეს სისტემა შეიძლება იყოს ხელით შესრულებული პროცესი, რომლის დროსაც გამოიყენება ელექტრონული ცხრილები და საქაღალდეები, თუმცა ამ შემთხვევაში, დიდი დრო იკარგება და შეცდომების დაშვების ალბათობაც მაღალია. აქედან გამომდინარე, რთულდება მარაგების რაოდენობის გაკონტროლება, მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის განახლება და შეკვეთების გაგზავნა.
სწორედ ამიტომ, მსხვილი კომპანიები, ინვესტიციებს დებენ შეკვეთების მართვის სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში. თანამედროვე OMS ავტომატიზაციას უკეთებს შეკვეთის კონტროლს და ახდენს პროცესის ინტეგრირებას სხვა მნიშვნელოვან სისტემებთან (მაგალითად CRM, მომწოდებელთა მონაცემთა ბაზები და მარაგების მართვის ინსტრუმენტები) და უზრუნველყოფს უწყვეტ შესრულებას, ამცირებს შეცდომების დაშების ალბათობას და დროის დანახარჯს. მარტივად რომ ვთქვათ, OMS ეხმარება ბიზნესს იყოს ორგანიზებული, სწრაფად შეასრულოს შეკვეთები და შეინარჩუნოს მომხმარებელთა კმაყოფილება.
ვის სჭირდება შეკვეთების მართვის სისტემა?
თუ დღეში რამოდენიმე შეკვეთას ამუშავებთ, შეკვეთების მართვის სისტემა დაგიზოგავთ დროს, დაგიცავთ შეცდომებისგან და დაგეხმარებათ მასშტაბირებაში. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ის შეესაბამებოდეს თქვენი კომპანიის საჭიროებებს.
ვის სჭირდება ყველაზე მეტად OMS სისტემა:
ელ-კომერციის კომპანიას, რომელიც ვაჭრობს მსხვილ პლატფორმებზე ან საკუთარ საიტზე. ასეთ კომპანიას სჭირდება ცენტრალიზებული სისტემა შეკვეთების და მარაგების რაოდენობის სინქრონიზაციისთვის, გაყიდვების ყველა არხზე.
ჩვეულებრივ საცალო სელერებს, რომლებიც ვითარდებიან ონლაინში. მათთვის OMS სისტემა საჭიროა გადაყიდვებისთვის და მარაგების ზუსტი რაოდენობის კონტროლისთვის.
საბითუმოებს და B2B-კომპანიებს. მათთვის ავტომატიზირებული სისტემის ქონა ძალიან მომგებიანია საბითუმო შეკვეთების შესრულებაში, მრავალსაფეხურიანი ფასწარმოქმნის პორცესსა და მსხვილ შესყიდვებში.
ბრენდებისთვის, რომლებიც რამდენიმე სავაჭრო პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი. მათთვის აუცილებელია OMS სისტემა შეკვეთების დამუშავების ავტომატიზაციისთვის და მარაგების სინქრონიზაციისთვის სხვადასხვა პლატფორმაზე.
კომპანიებისთვის, რომლებსაც აქვთ რამოდენიმე საწყობი ან შეკვეთების შესრულების ცენტრები. სისტემის გამოყენებით, მათ შეუძლიათ ოპტიმიზაცია გაუკეთონ შეკვეთების შესრულებას, მარაგების დონის და მომხმარებლის ადგილმდებარეობის საფუძველზე, რითაც შეუძლიათ შეამცირონ მიწოდების დრო და ხარჯები.
სწრაფად მზარდი ან სეზონური კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მოთხოვნის შესაბამისად მასშტაბირებადი სისტემა, რომელიც გაუმკლავდება შეკვეთების მკვეთრ ცვლილებას საოპერაციო გადატვირთვის გარეშე.
სწორი სისტემა დაგეხმარებათ იმუშაოთ უფრო გონივრულად და არა ფიზიკურად, რაც საშუალებას მოგცემთ მეტად კონცენტრირდეთ ზრდაზე და არა ქაოტურ შეკვეთებზე.
როგორ მუშაობს შეკვეთების მართვის სისტემა?
შეკვეთების მართვა მოიცავს შეკვეთის სრულ სასიცოცხლო ციკლს, დაწყებული იმ მომენტიდან, როცა მომხმარებელი აკლიკავს “შეძენა”-ს, დამთავრებული პროდუქტის მის კართან მიტანამდე, და შემდეგაც, თუ შეკვეთის დაბრუნება მოხდება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეკვეთების მართვა შეიძლება გართულდეს ბინზესის მასშტაბიდან გამომდინარე. უმეტესწილად კი, პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს ერთი და იგივე ძირითადი ეტაპებით:
შეკვეთის გაფორმება - მომხმარებელი ყიდულობს საქონელს თქვენი საიტიდან, სავაჭრო პლატფორმიდან ან საცალო მაღაზიიდან.
გადახდების დამუშავება - გადახდა საიმედოდ მუშავდება, მოწმდება და დასტურდება.
მარაგების შემოწმება და მართვა - ხდება რეალურ დროში, რათა არ მოხდეს გადაყიდვა.
შეგროვება და შეფუთვა - შეკვეთა იგზავნება საწყობში, სადაც პერსონალი ან ავტომატიზირებული სისტემები აგროვებენ, ფუთავენ და ამზადებენ გასაგზავნად.
მიწოდება და ეტიკეტის ბეჭდვა - გზავნილს უკეთდება მარკირება და ეგზავნება გადამზიდავს მიწოდების დროის და დანიშნულების პუნქტის საფუძველზე.
შესრულების და გაგზავნის თვალის დევნება - მომხმარებელი იღებს განახლებულ ინფორმაციას ტვირთის გადაზიდვის და მიწოდების სავარაუდო ვადების შესახებ.
დაბრუნება და გასაჩივრება - თუ მომხმარებელი ითხოვს შეკვეთის დარბუნებას, OMS სისტემა ამუშავებს მოთხოვნას და ამის შესაბამისად ახდენს მარაგების მონაცემების განახლებას.
გამოხმაურება და რეცენზიები - მიწოდების შემდეგ, მომხმარებლებს შეუძლიათ დატოვონ გამოხმაურება, კომპანიებს კი მათზე თვალის დევნება, რათა უზრუნველყონ კმყოფილება.
OMS სისტემა ახდენს ყველა ამ ნაბიჯის ავტომატიზაციას და ოპტიმიზაციას, ამცირებს ხელით შესასრულებელ საქმეს, მინიმუმამდე დაყავს შეცდომები და უზრუნველყოფს შეკვეთების გარანტირებულ მოძრაობას შეძენიდან მიწოდებამდე. სწორი სისტემა ქმნის მუშაობის უწყვეტ რეჟიმს, რაც სელერს საშუალებას აძლევს იზრუნოს ბიზნესის განვითარებაზე და დრო არ ხარჯოს არეულ ან დაკარგულ შეკვეთებზე.
შეკვეთების მართვის სისტემის გამოყენების უპირატესობებიშეკვეთების ხელით მართვა შესაძლებელია, თუ ბიზნესი მცირეა, მაგრამ ზრდასთან ერთად, ამ მეთოდით მხოლოდ არაეფექტურობისკენ შეიძლება წასვლა. ბევრი შეკვეთისას, მრავალარხული გაყიდვების პირობებში, ასე მუშაობა შეიძლება კოშმარად იქცეს. ეფექტური OMS სისტემა, ახდენს ყველაფრის ოპტიმიზაციას - შეკვეთიდან-შესრულებამდე და ხელს უწყობს მარაგების მართვას, რითაც გეხმარებათ ეფექტური და შემოსავლიანი ბიზნესის წარმოებაში. სწორი სისტემის გამოყენებით, შესაძლებელია:
შეკვეთების სწრაფად და ზუსტად დამუშავება;
მარაგების ეფექტური კონტროლი;
შეკვეთების უწყვეტი შესრულება გაყიდვების ყველა არხზე;
სწრაფი მიწოდება ნაკლები დანახარჯებით;
დაბრუნების მარტივად მართვა;
სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება;
ბიზნესის მასშტაბირება ქაოსის გარეშე.
როგორ ავირჩიოთ მარაგების მართვის სისტემა
მარაგების მართვის სისტემის (OMS) არჩევა — მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, იმის და მიუხედავად, პირველად ახდენს მასში ინვესტირებას თუ განახლებას უკეთებთ არსებულს, რომელიც ვეღარ პასუხობს თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს.
სწორი არჩევანი მოახდენს თქვენი ბიზნეს-ოპერაციების ოპტიმიზაციას, გაზრდის ეფექტურობას და მასშტაბირებას შეძლებს თქვენს ბიზნესთან ერთად. თუმცა
ისმის კითხვა - როგორ უნდა ავარჩიოთ სწორად მარაგების მართვის სისტემა, როცა ბაზარზე ბევრი შეთავაზებაა?
ქვემოთ მოცემულია საკითხები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ OMS სისტემის შერჩევისას:
1. განსაზღვრეთ, რა გსურთ OMS სისტემისგან;
2. დარწმუნდით, რომ სისტემა ინტეგრირებადია თქვენი ბიზნესის მართვის არსებულ ინსტრუმენტებთან;
3. პრიორიტეტი მიანიჭეთ გამოყენების სიმარტივეს;
4. განსაზღვრეთ ბიუჯეტი, რომელიც თქვენს ბიზნესს შეუძლია გამოყოს სისტემაში ინვესტირებისთვის;
5. შეაფასეთ გრძელვადიანი მასშტაბირება და მხარდაჭერა.
სწორ OMS სისტემას შეუძლია გარდაქმნას თქვენი ბრენდი
შეკვეთების მართვა - ეს არ არის მხოლოდ შიდა პროცესი, ეს არის ელექტრონული კომერციის ბიზნესის გულისცემა. შეკვეთის მთელი სასიცოცხლო ციკლი უნდა იყოს უნაკლო, ეფექტური და მასშტაბირებადი.
შეკვეთების მართვის ძლიერი სისტემა ამის საშუალებას იძლევა. ის უზრუნველყოფს საოპერაციო საკითხების უწყვეტ შესრულებას, ამცირებს არაეფქტურობას, ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელს და ეხმარება თქვენს ბიზნესს ქაოსის გარეშე გაფართოვებაში.
სისტემის სწორად ასარჩევად, დაიწყეთ იქედან, სადაც ახლა იმყოფებით. გამოავლინეთ ყველაზე დიდი პრობლემები შეკვეთების პროცესში და განსაზღვრეთ, სად უფრო გჭირდებათ დახმარება.
შემდეგ მოიძიეთ სისტემა, რომელიც არამარტო ამ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ, არამედ მასშტაბირებას შეძლებს თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად.
ელექტრონული კომერციის სამყარო სწრაფად იცვლება - მას ფეხი უნდა აუწყოთ, თუ ბაზარზე დარჩენა გსურთ.