top of page

როგორ შევქმნათ საინტერესო ბლოგი ინტერნეტ მაღაზიისთვის?



თანამედროვე ბიზნესს უამრავი ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ განვითარდეს ინტერნეტში. ერთ-ერთი ასეთია ბლოგი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე. ის არა მარტო ავსებს საიტს, არამედ ბრენდს ეხმარება მომხმარებლებთან ურთიერთობასა და ახალი აუდიტორიის მოძიებაში. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ უნდა შექმნათ წარმატებული ბლოგი ინტერნეტ მაღაზიისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა, აუდიტორია და გაყიდვები.


ბლოგის მნიშვნელობა ინტერნეტ მაღაზიისთვის

ბლოგი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ურთიერთობა დაამყარონ არა მარტო ბრენდთან, არამედ ერთმანეთთან. მეტიც, თუ ის ხარისხიანად არის გაკეთებული, უზრუნველყოფს მომხმარებელთან მჭიდრო კავშირს, შეიცავს ინფორმაციას ფასდაკლებებსა და აქციებზე, სიახლეებს და თქვენი საქმიანობის სფეროს სხვა ასპექტებს - უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ბრენდის განვითარებისთვის.

კარგი ბლოგი აჩვენებს თქვენი ბრენდის ექსპერტულობას, ზრდის ნდობისა და პოზიტიური დამოკიდებულების ხარისხს მომხმარებლებში თქვენი კომპანიის მიმართ.


ინტერნეტ მაღაზიისთვის არსებობს ბლოგის ორი ტიპი: ინფორმაციული და შემოქმედებითი.


ინფორმაციული ბლოგის მიზანია - მაღაზიის მომხმარებლებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შესაძლოა ატარებდეს არა მარტო შემეცნებით ხასიათს, არამედ ეხმარებოდეს მომხმარებლებს მათი პრობლემების მოგვარებაში და პასუხობდეს მათ შეკითხვებს თქვენი საქონლის/მომსახურების შესახებ. მაგალითად, სტატიები საქონლის მოდელის შერჩევასთან დაკავშირებით, რჩევები გამოყენების პირობებთან დაკავშირებით და ა. შ.

შემოქმედებითი ბლოგი და მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც დაკავშირებული უნდა იყოს თქვენი საქმიანობის სფეროსთან, მაგრამ კონტენტი შეიძლება იყოს ცოტა მსუბუქი, ატარებდეს უფრო გასართობ და შემეცნებით ხასიათს. ამ ფორმატში შესაძლებელია საქონლის საინტერესო ვიდეო განხილვების, ქრაშ-ტესტების მომზადება, მომხმარებლების პოზიტიური გამოცდილების გაზიარება და ა.შ.


ბლოგის თემების და მიმართულებების განსაზღვრა 

ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი საქონლის/მომსახურების პროფილზე. ეს ერთ-ერთი მთავარი მომენტია, რამაც შეიძლება განსაზღვროს თქვენი ბლოგის თემატიკა. რა თქმა უნდა, არსებობს საბაზისო ტექსტური მასალებიც, რომლებიც უნდა დაამატოთ ბლოგში. 


მაგალითად:

  • რას წარმოადგენს ონლაინ მაღაზია?

  • ცალკე მასალის მომზადება თქვენი პროდუქტის/მომსახურების შესახებ.

  • FAQ-განყოფილება, სადაც წარმოდგენილი იქნება მომხმარებლების მხრიდან, ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და პასუხები.

  • ცალკე განყოფილება ე.წ. ტუტორიალებით.


მას შემდეგ, რაც ბლოგის საბაზისო განყოფილებები გექნებათ, შეგიძლიათ, დაიწყოთ ანალიტიკური სამუშაოები. საჭიროა, განსაზღვროთ თქვენი აუდიტორიის სურვილები და არჩევანი და აქედან გამომდინარე, შეადგინოთ სამოქმედო გეგმა, კონტენტის შექმნის სტრატეგია მარკეტოლოგებისა და ქოფირაითერებისთვის. გახსოვდეთ, კონტენტი უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმატიული, არამედ საინტერესოც და ასევე მკითხველისთვის მარტივად გასაგები.



რეგულარული კონტენტის დაგეგმვა და შექმნა

კონტენტი ბლოგისთვის შეიძლება იყოს არამარტო ტექსტური მასალების ფორმატში. შესაძლებელია ასევე ვიდეო, ფოტო და საპრეზენტაციო მასალების გამოყენება. სწორედ ამიტომ, საჭიროა ფორმატის განსაზღვრა, რომელიც იქნება თქვენთვის და თქვენი აუდიტორიისთვის რელევანტური, აქტუალური და საინტერესო.

ამის შემდეგ, საჭიროა, შეიმუშაოთ კონტენტ-გეგმა და განსაზღვროთ პუბლიკაციების პერიოდულობა. ამ პროცესის ოპტიმალურად წარმართვა ასევე დამოკიდებულია იმ ადამიანების რაოდენობაზე, ვინც ბლოგის განვითარებაზე მუშაობს.

მაგალითად, თუ ირჩევთ შემდეგ ფორმატებს: სიახლეები, აქციები, ინფორმაციული სტატიები თქვენს ბრენდზე და ვიდეო განხილვები - საჭიროა, განსაზღვროთ ერთი სტატიის, ფოტოს ან გრაფიკული მასალის მომზადების დრო, ასევე განისაზღვროს და დაიგეგმოს გადაღებისა და ვიდეომონტაჟის პირობები და ვადები და ა.შ. დაკვირვებისა და კვლევის შედეგად მიღებულ ინდორმაციაზე და თანამშრომლების რაოდენობაზე დაყრდნობით, შესაძლებელია ეფექტური კონტენტ-გეგმის შემუშავება.


ბლოგის განვითარება სოც-მედიის საშუალებით

არ უგულებელყოთ ბლოგის სხვა ქსელებში განვითარებაც. გააკეთეთ მრავალფეროვანი ანონსი, როცა საინტერესო ინტერვიუს ან განხილვას მოამზადებთ, როდის გამოვა ახალი კოლექცია ან პროდუქტის სერია. დრო დახარჯეთ კრეატიულ და საინტერესო ფორმატის რეკლამის მომზადებაზე. რაც უფრო გულდასმით მიუდგებით ამ პროცესს, მით უფრო კარგი უკუკავშირი გექნებათ აუდიტორიის მხრიდან.


მომხმარებლებთან ურთიერთობა და კომენტარებზე პასუხის გაცემა

დაამყარეთ აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან. უპასუხეთ შეკითხვებს, კომენტარებს, თავადაც დასვით შეკითხვები, ჩაატარეთ გამოკითხვები. მოიზიდეთ აუდიტორია სხვადასხვა საკითხის განსახილველად. ეს გაზრდის მომხმარებლების ინტერესს და შეუქმნით საკუთარი ჩართულობის მნიშვნელოვანების გაცდას. პროცესის თანამონაწილედ საკუთარი თავის აღქმა ყველას მოსწონს.


ანალიტიკის მონიტორინგი და ბლოგის სტრატეგიის ოპტიმიზაცია

ანალიტიკის გარეშე არანაირი შედეგი არ იქნება. მას შემდეგ, რაც ბლოგს ჩაუშვებთ და ატვირთავთ სხვადასხვა ფორმატის კონტენტს, საჭიროა, დააკვირდეთ აუდიტორიის რეაქციას, მათ გამოხმაურებას, გაესაუბროთ, ჰკითხოთ, მოუსმინოთ, გამოკითხვა ჩაატაროთ და იმუშაოთ შეცდომებზე, თუკი ასეთს აღმოაჩენთ. რეგულარული მუშაობა და ბლოგის გაუმჯობესება - წარმატების და მომხმარებლებში ლოიალობის მოპოვების გარანტიაა.


დასკვნა

ბლოგი - საინტერესო და ეფექტური ინსტრუმენტია ბრენდის განვითარებისთვის. მას არა მარტო ძველი მომხმარებლების შენარჩუნება შეუძლია, არამედ ხელს უწყობს ახალი აუდიტორიის მოზიდვას. ხარისხიანი ბლოგი დადებითად მოქმედებს მედია-სივრცეში ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე.

bottom of page