top of page

აღმოაჩინეთ გაყიდვების ახალი ჰორიზონტები Sales Jamm 2024-ზე

"იქომერს ასოციაცია საქართველო" მოხარულია, მონაწილეობა მიიღოს Sales Jamm 2024-ზე, რომელიც ორგანიზებულია Stamina-ს მიერ და აერთიანებს გაყიდვების პროფესიონალებსა და ინდუსტრიის ლიდერებს. ღონისძიება გაიმართება 29 ივნისს და უზრუნველყოფს შეუცვლელ პლატფორმას ნეთვორქინგის, სწავლებისა და ინოვაციური იდეების გაზიარებისთვის.


Sales Jamm 2024-ზე წარმოდგენილი იქნება დინამიური ვორქშოფები, გამოსვლები და პანელური დისკუსიები, რომლებსაც გამოცდილი ექსპერტები გაუძღვებიან. მონაწილეებს შეეძლებათ, ჩაერთონ ისეთ თემებში, როგორიცაა გაყიდვების გაუმჯობესებული ტაქტიკები, მომხმარებელთა ურთიერთობების მართვა და ტექნოლოგიების გამოყენება გაყიდვების ზრდისთვის. ღონისძიების ინტერაქტიული ხასიათი ხელს შეუწყობს იმ გარემოს შექმნას, სადაც მონაწილეები უშუალოდ დაამყარებენ კონტაქტს ლიდერებთან, გაცვლიან შეხედულებებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.


ივენთის ერთ-ერთი მთავარი მომენტი ინდუსტრიის ვეტერანი - ალექს სმიტის ძირითადი გამოსვლა იქნება, რომელიც გააზიარებს მის გამოცდილებას სწრაფად ცვალებად ბაზარზე გამძლე გაყიდვების გუნდების შექმნის შესახებ, ასევე, მის ხედვებს ადაპტაციისა და მუდმივი სწავლების მნიშვნელობაზე.



ღონისძიებზე განხილული იქნება სხვადასხვა თემა, მათ შორის მონაცემებით მართული გაყიდვების სტრატეგიები, ეფექტური კომუნიკაციის უნარები და ციფრული ინსტრუმენტების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობები გაყიდვების ოპერაციებში.


ღონისძიების, მისი სპიკერებისა და აჯენდის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: https://www.staminasales.net/sales-events/sales-jamm


დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირება არ დაგავიწყდეთ.

bottom of page