top of page

„შოუ ტექნიკის ცენტრი“- ასოციაციის ახალი წევრი

  • Oct 14, 2024
  • 1 min read

„შოუ ტექნიკის ცენტრი“ (Music House) ოფიციალურად გახდა იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრი. აღნიშნული ნაბიჯი ხელს უწყობს კომპანიის ციფრული გაყიდვების და ონლაინ მომსახურების მიმართულებების განვითარებას.


მუსიკის სახლი წარმოადგენს მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიას, რომელიც უკვე ოცი წელია ლიდერად პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის სამი მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი, თბილისსა და ბათუმში.


კომპანია წლებია ოფიციალურად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Fender, Alhambra, Ibanez, Valencia, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall და სხვა.


კვალიფიციური სპეციალისტებითა და მოქმედი/აქტიური მუსიკოსებით დაკომპლექტებული მუსიკის სახლის სერვის ცენტრები, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ხარისხიანი საგარანტიო და სერვის მომსახურებით.

 
 
bottom of page