top of page

„თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემა



ქართული კომპანიების წარმატების ისტორიები დოქტორი ფილიპ კოტლერის წიგნში


„თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების" (Essentials of Modern Marketing (EOMM)) სახელმძღვანელოების სერია Kotler Impact-ის გლობალური მასშტაბის პროექტია, რომელიც 50-მდე ქვეყანაში გამოიცემა. ყოველი გამოცემა ადგილობრივი კომპანიების წარმატებულ მოდელებს ქეისურად შეისწავლის და აანალიზებს. სხვადასხვა ლოკალურ გამოცემებში ისეთი კომპანიების ქეისებია წარმოდგენილი, როგორიცაა Lamborghini, Google, Porsche, Heineken, Ferrari, Danone, Meta Oracle, Accenture და ა.შ.

Kotler Impact მარკეტინგის მამად წოდებული, დოქტორი ფილიპ კოტლერის ორგანიზაციაა. დოქტორი კოტლერის ხედვით, ეკონომიკური წინსვლისა და გლობალური გარემოს გაუმჯობესების მიღწევა განათლებით, ტრენინგებითა და ჰოლისტური მიდგომებით არის შესაძლებელი. სახელმძღვანელოც სწორედ ამ პრინციპების გავრცელებაზეა დაფუძნებული.

პირველი ქართული გამოცემის პროექტი AWE კონსალტინგის, რეგიონში Kotler Impact-ის ოფიციალური წარმომადგენლის ხელშეწყობითა და ბიზნესლიტერატურის მიმართულებით წამყვანი გამომცემლის "ლურჯ ოეკანესთან" პარტნიორობით ხორციელდება. სახელმძღვანელო უნივერსიტეტების სასწავლო გეგმაშიც იქნება შეტანილი და ქართველ სტუდენტებს ადგილობრივი ბიზნესქეისებს შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. 

“ლურჯი ოკეანე” და “იქომერს ასოციაცია - საქართველო”, აღნიშნული პროექტის ფარგლებში პარტნიორობით, მზად არიან, ერთობლივი ძალისხევით მოიძიონ ელექტრონული კომერციის ბიზნესების საინტერესო ქეისები და ხელი შეუწყონ იქომერს მიმართულებით დაინტერესების ზრდას. 

„თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემა ღირებული რესურსი იქნება ქართული ბიზნესისათვის  განვლილი გზის შეჯამებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.  სახელმძღვანელოს ასევე აქვს პოტენციალი, გააძლიეროს ქვეყნის რეპუტაცია და დაეხმაროს მას იქცეს ინოვაციებისა და მეწარმეობის კერად. გარდა ამისა, პროექტის მასშტაბისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მას შეუძლია  საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაშიც დაეხმაროს. 

პროექტში უკვე ჩართული კომპანიების სია ძალიან საინტერესოა და სხვადასხვა ინდუსტრიებში, ქვეყნის ისეთ წამყვან მოთამაშეებს აერთიანებს, როგორებიცაა: Bank of Georgia, TBC, Socar, Cavea+, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, PSP, Entrepreneur. თუმცა, მსხვილი კომპანიების გარდა, არანაკლებ საინტერესოა მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, რომლებიც დღეს ქართული ბიზნესის ახალ ისტორიას წერენ: Veli Store, ენთები, Leo ინსტიტუტი, ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი. 

ქეისებზე კომპანიების წარმომადგენლების გარდა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორები იმუშავებენ. წიგნის ინგლისურენოვანი ვერსია Kotler Impact-ის არხებით მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება. ქართულად კი სახელმძღვანელოს „ლურჯი ოკეანე“ გამოსცემს. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გამორჩეული ბიზნეს ქეისების მქონე კომპანიები World Marketing Summit 2024-ზე, მარკეტინგის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნესმოვლენაზე სპიკერის რანგში წარსდგებიან, მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალების, სამეცნიერო და სამთავრობო სივრცეების წარმომადგენლებთან ერთად.

bottom of page