Trackings.GE - ასოციაციის ახალი წევრი
- guntsadze
- 4 hours ago
- 1 min read
ჩვენი კომპანია —Trackings.GE , საქართველოში მოქმედი საკურიერო და საბაჟო
საბროკერო მომსახურების პროვაიდერია, რომელიც სწრაფად განვითარებულ
ლოჯისტიკურ ეკოსისტემაში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბებას ისახავს
მიზნად.
ჩვენი სერვისები და პროდუქტები შექმნილია იმისთვის, რომ eCommerce ბიზნესებსა და
კერძო მომხმარებლებს სრული ლოჯისტიკური ჯაჭვი შევთავაზოთ — შეკვეთების
მიღებიდან საბოლოო მომხმარებელამდე.
ჩვენი ძირითადი სერვისებია:
1)ადგილობრივი საკურიერო და სადისტრიბუციო მომსახურება საქართველოს
მასშტაბით;
2) ამანათების გაგზავნა და მიღება ჩვენი 15-ზე მეტი სერვის ცენტრის მეშვეობით.
3) ფულფილმენტის სერვისები eCommerce ბიზნესებისთვის: პროდუქციის მიღება
,შენახვა, შეკვეთების დამუშავება, შეფუთვა და გაგზავნა პირადპირ ჩვენი ჰაბებიდან
4) საბაჟო საბროკერო და იმპორტ/ექსპორტის პროცესების სრული მხარდაჭერა
5) სისტემური და ტექნოლოგიური გადაწყვეტები eCommerce ბიზნესებისთვის
:ინტეგრაციები, სისტემური მხარდაჭერა, პროცესების ავტომატიზაცია.
„იქომერს ასოციაცია საქართველო“-ში გაწევრიანება ჩვენთვის სტრატეგიული ნაბიჯია,
რადგან:
1) გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ უშუალოდ ჩართული საქართველოში
ელექტრონული კომერციისა და ლოჯისტიკის ეკოსისტემის განვითარებაში
2) გვაერთიანებს ასოციაციის წევრ კომპანიებთან, რაც ახალ პარტნიორობებს, ერთობლივ
პროექტებსა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს
3) გვეხმარება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით მოვახდინოთ
ჩვენი სერვისების ხარისხისა და მომხმარებელთა ნდობის კიდევ უფრო ზრდა
4) შევიტანოთ წვლილი და ხელი შევუწყოთ ქართულ იქომერსს სწრაფად ზრდაში და
განვითარებაში.
ვფიქრობთ, რომ ასოციაციასთან თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი
საქართველოში ელექტრონული კომერციისა და ლოჯისტიკის განვითარების
მიმართულებით, Trackings.GE მზად არის ამ პროცესში აქტიური პარტნიორის როლი
შეითავსოს.


