top of page

ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის აქსელერაციის პროგრამა (ჩინეთი 🇨🇳)

  • 14 hours ago
  • 3 min read

გამოიყენეთ ჩინეთის ელექტრონული კომერციის მომარაგების ქსელის პოტენციალი, რათა გლობალურად აამოქმედოთ თქვენი ელექტრონული კომერციის ბიზნესი.


2026 წლის 9–13 მარტი, ჰანგჭოუ + ივუ



ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი წარმოებისა და ელექტრონული კომერციის ცენტრია. თუმცა, ბევრი საერთაშორისო ელექტრონული კომერციის გამყიდველისთვის ჩინეთთან მუშაობა კვლავ რთულ, ფრაგმენტულ და რისკის შემცველ პროცესად აღიქმება. გამყიდველების უმეტესობა იცნობს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Alibaba და ბევრი მათგანი უკვე თანამშრომლობს ჩინელ მომწოდებლებთან. თუმცა, იმის ცოდნა, თუ სად იყიდო, არ ნიშნავს იმის ცოდნას, თუ რეალურად როგორ მუშაობს სისტემა. 


ხშირად ვაწყდებით ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის სისტემური ცოდნის სიმწირეს - როგორ უკავშირდება ერთმანეთს პრაქტიკაში რესურსების მოძიება, ფასწარმოქმნა, ლოჯისტიკა, პლატფორმები და ოპერაციები. სწორედ ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად შეიქმნა ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის აქსელერაციის პროგრამა.


ეს არის სტრუქტურირებული სასწავლო ტური და აქსელერატორი იმ ელექტრონული კომერციის ბიზნესებისთვის, რომლებსაც ჩინეთთან მუშაობისას სურთ სიცხადე, კონტროლი და მასშტაბურობა.


პროგრამა აერთიანებს:

  • ფოკუსირებულ სასწავლო მოდულებს

  • ვიზიტებს ობიექტებზე

  • რეალურ ოპერაციულ სცენარებს


🎯 მიზანი მარტივია: დავეხმაროთ პროექტის მონაწილეებს იმის გაგებაში, თუ როგორ ფუნქციონირებს რეალურად ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის ეკოსისტემა, რათა მათ შეძლონ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი ბიზნესისთვის.



ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა


ეს პროგრამა შექმნილია შემდეგი ჯგუფებისთვის:


  • ახალი ელექტრონული კომერციის მოვაჭრეები, რომლებიც ექსპერიმენტული ეტაპის დასრულების შემდეგ აფართოებენ საქმიანობას.

  • ბაზრის ოპერატორები, რომლებიც ჩინეთიდან იღებენ შემოსავალს

  • ბრენდების მფლობელები, რომლებიც საერთაშორისო მომარაგების ჯაჭვის შექმნაზე მუშაობენ


პროგრამა განსაკუთრებით შესაფერისია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან სტრუქტურირებული, მასშტაბური და მდგრადი ოპერაციები, მოკლევადიან არიბტრაჟზე დამოკიდებულების ნაცვლად.


რას ისწავლით: ძირითადი სასწავლო მოდულები



მონაწილეები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს, რომლებიც მოიცავს ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის სისტემის სრულ ოპერაციულ ლოგიკას:


  1. ჩინეთის ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის სტრუქტურა

პროგრამის მონაწილეები გაერკვევიან თუ როგორ ერთიანდება წარმოება, პლატფორმები, ლოჯისტიკა და ციფრული ინფრასტრუქტურა ერთ სისტემაში და რატომ ფუნქციონირებს ჩინეთის მოდელი მასშტაბურად.


  1. B2B, B2C და პლატფორმაზე დაფუძნებული მოდელები: 


პროგრამა განმარტავს რა განსხვავებაა შემდეგ მოდელებს შორის:

  • ტრადიციული B2B მომარაგება

  • პირდაპირ მომხმარებელზე ორიენტირებული (B2C) მოდელები

  • პლატფორმაზე დაფუძნებული სასაზღვრო ელექტრონული კომერცია


მონაწილეები შეისწავლიან, როდის მუშაობს თითოეული მოდელი და როდის არა.


  1. ფასწარმოქმნის ლოგიკა EXW-დან DDP-მდე 


პროდუქტის მხოლოდ თვითღირებულებაზე ფოკუსირების ნაცვლად, პროგრამა განმარტავს, როგორ ფორმირდება რეალური ფასი, მათ შორის:

  • წარმოების ხარჯი

  • ლოჯისტიკა და საბაჟო პროცედურები

  • გადასახადები და მოსაკრებლები

  • რისკისა და მარჟის განაწილება


აღნიშნული ეხმარება გამყიდველებს შექმნან გამჭვირვალე და მდგრადი ფასების სტრუქტურა.


  1. როგორ ფიქრობენ მომწოდებლები


მონაწილეები სწავლობენ, როგორ უდგებიან ჩინელი მომწოდებლები შემდეგ საკითხებს:

  • მინიმალური შეკვეთის მოცულობა (MOQ)

  • პერსონალიზაცია და კერძო ლეიბლინგი (private label)

  • ხარისხის კონტროლი

  • წარმოების ვადები


აღნიშნული ცოდნა თავიდან აგარიდებთ გაუგებრობებსა და მოლაპარაკებების დროს დაშვებული ძვირადღირებულ შეცდომებს.


  1. ლოჯისტიკა, საბაჟო პროცედურები და აღსრულება

პროგრამა განმარტავს, როგორ აისახება ლოჯისტიკისა და საბაჟო გაფორმების საკითხები

  • მიწოდების სისწრაფეზე

  • მომხმარებლის გამოცდილებაზე

  • მასშტაბირებასა და რეგულაციებთან შესაბამისობაზე


მონაწილეები ისწავლიან, როგორ ახდენს მომარაგების ჯაჭვის დიზაინი გავლენას გრძელვადიან ზრდაზე.


რას ნახავთ: ვიზიტები და ადგილზე სწავლება



სწავლება მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება. პროგრამა მოიცავს წინასწარ დაგეგმილ ვიზიტებს სხვადასხვა ობიექტზე, რაც მონაწილეებს აძლევს საშუალებას რეალურ ცხოვრებაში ნახონ, როგორ მუშაობს ჩინეთის სასაზღვრო ელექტრონული კომერციის სისტემა. მონაწილეები შეძლებენ:


  • ვიზიტებს სამრეწველო კლასტერებსა და მწარმოებლებთან რეალური საწარმოო შესაძლებლობების სანახავად.

  • ლოჯისტიკური და აღსრულების ოპერაციების დაკვირვებას, რათა ნახოთ, როგორ გადის საქონელი საზღვრებს გარეთ.

  • სწავლებას იმის შესახებ, თუ როგორ უჭერს მხარს ციფრული ვაჭრობა და პლატფორმების ინფრასტრუქტურა ფართომასშტაბიან საერთაშორისო კომერციას.


ყოველი ვიზიტი შექმნილია იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს მნიშვნელოვან კითხვას: შეიძლება ეს მუშაობდეს ჩემს ბიზნესში, ჩემს ბაზარზე?


რეალური ღირებულება მონაწილე კომპანიებისთვის



✅ პროგრამის დასასრულს კომპანიები


  • შეისწვლიან ჩინეთის ტრანსასაზღვრო ელექტრონული კომერციის ეკოსისტემას სისტემურად

  • გაეცნობიან მომწოდებლების, პლატფორმებისა და ლოჯისტიკური მოდელების არჩევის ზუსტ კრიტერიუმებს 

  • უკეთ შეძლებენ ფასის, მიწოდების ვადების მართვასა და ოპერაციული რისკების კონტროლს

  • შეამცირებენ trial-and-error პროცესს ახალი ბაზრების ათვისებისას ან გაფართოების დროს

  • მიიღებენ რეალისტურ გზამკვლევს საპოლოტე პროექტებისთვის და ჩინეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის


აღნიშნული ცოდნა არაა აკადემიური, არამედ ცოდნა რომელსაც დაუყოვნებლივ გამოიყენებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას.


ჩინეთის შესწავლიდან - ჩინეთთან მუშაობამდე 



ჩინეთთან თანამშრომლობა არ უნდა იყოს დამაბნეველი ან რისკიანი,  თუმცა ამისათვის საჭიროა სისტემური ანალიზი


აღნიშნული სასწავლო პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ ფრაგმენტული ცოდნიდან გადავიდნენ სიხცადეზე, ხოლო იზოლირებული მომარაგებიდან - სტრუქტურირებულ განხორციელებაზე.


თუ გსურთ, ნამდვილად გაიცნოთ ჩინეთი და არა უბრალოდ ეწვიოთ მას, ეს პროგრამა თქვენთვისაა შექმნილი.


* რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვწეროთ info@ecag.ge- ზე


 
 
bottom of page