"თრეიდლაინ" - ასოციაციის ახალი წევრი
- Mar 7, 2024
- 1 min read
„თრეიდლაინი“ (Dressup Group) ოფიციალურად გახდა იქომერს ასოციაცია საქართველოს წევრი. ეს წევრობა კიდევ უფრო ამყარებს კომპანიის პოზიციას ციფრული ვაჭრობის მიმართულებით და მის ლიდერულ როლს ონლაინ რითეილ ეკოსისტემაში.

დრესაპ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან რითეილერს საქართველოს მოდის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მრავალფეროვან და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, რომელიც პასუხობს თანამედროვე ტენდენციებსა და სხვადასხვა თაობის მოთხოვნებს. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული განვითარება, ინოვაციური მიდგომები და ციფრული ვაჭრობის მიმართულებით პიონერული როლი დრესაპ ჯგუფს საშუალებას აძლევს შექმნას კომფორტული და სრულყოფილი საყიდლების ეკოსისტემა.
ბაზარზე ძლიერი პოზიციის, გამართული ბიზნეს მოდელისა და პროფესიონალი მენეჯმენტის გუნდის მხარდაჭერით, დრესაპ ჯგუფი ქმნის დინამიკურ და მიმზიდველ რითეილ გარემოს. კომპანიის ქსელი აერთიანებს 80-ზე მეტ მაღაზიას ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბათუმში - და მომხმარებლებს სთავაზობს 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ორიგინალ პროდუქციას მონო-ბრენდულ და მულტიბრენდულ სივრცეებში. დრესაპ ჯგუფის ძირითადი მიმართულებებია: საცალო გაყიდვები, ონლაინ ვაჭრობა, მონო-ბრენდული მაღაზიები, მულტიბრენდული სივრცეები.


