top of page

Veli.store - ასოციაციის ახალი წევრი



გვინდა სიხარულით გაცნობოთ რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Veli.store.


VELI.store შოპინგის ონლაინ პლატფორმაა, რომელიც 2022 წელს შეიქმნა და საქართველოში ონლაინ შოპინგის ახლებურ სტანდარტს ქმნის. პირველივე დღიდან ველიმ მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნა დაისახა მიზნად.


ველი 20-მდე კატეგორიასა და 50 000-მდე უნიკალურ პროდუქტს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც მომხმარებლებს ყველა საჭირო ნივთის მარტივად, ერთ შეკვეთაზე შეძენის შესაძლებლობას აძლევს. მრავალფეროვანი არჩევანი, გამორჩეული UX და გამართული მიწოდების სერვისი მომხმარებლებისთვის კომფორტულ შოპინგის გამოცდილებას ქმნის.


გარდა საცალო სეგმენტისა, ველი უკვე 1 წელია ბიზნესებსაც სთავაზობს შესყიდვების გამარტივებას. ყველა ის ღირებულება, რომლისთვისაც ფიზიკური პირები ველის ირჩევენ, იურიდიულ პირებზეც ვრცელდება და დამატებით მათზე მორგებულ სერვისებსა თუ შესაძლებლობებთან ერთად.


სერვისები და ფუნქციები, რომლებიც ველის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში ეხმარება:

 

●      მიწოდების სასურველი დროის არჩევის შესაძლებლობა -  მომხმარებელს ველი დროის 5 ინტერვალს სთავაზობს, დილის 9-დან - ღამის 1 საათამდე.

●      უფასო სასაჩუქრე შეფუთვა - ველიზე შერჩეული ნებისმიერი ნივთის სასაჩუქრედ შეფუთვა მომხმარებელს ონლაინვე სრულიად უფასოდ შეუძლია.

●      ღია ბარათის ფუნქცია - სასაჩუქრე შეფუთვასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შენაძენს ღია ბარათიც გააყოლოს სასურველი ტექსტით.

●      დაზოგილი დროის დათვლის ფუნქცია - გვინდოდა მომხმარებლებისთვის ველიზე შოპინგით დაზოგილი დრო კიდევ უფრო ხელშესახები და თვალსაჩინო გაგვეხადა. სწორედ ამ მიზნით ანალიტიკის გუნდთან ერთად შევქმენით ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებლის მისამართისა და პროდუქტების არჩევანის მიხედვით ითვლის, თუ რა დრო დაზოგა მან ველიზე შოპინგით.

●      ღია სურვილების სია - შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით ველის ღია სურვილების სიის შექმნის ფუნქციონალი დაემატა, რომელზეც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან და გაუზიარონ თავიანთი რჩეული პროდუქტები ნებისმიერ ადამიანს - ეს კი საჩუქრების შერჩევის პროცესს გაცილებით ამარტივებს.

 

ველი ბიზნესის მიმართულებით:

 

●      იმავე დღეს მიწოდება - კორპორატიული შესყიდვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კომპანია პროდუქტების მარაგების შევსებამ არ შეაფერხოს. ველი ნებისმიერი შეკვეთის მიწოდებას ბიზნესს იმავე დღეს სთავაზობს.

●      მარტივი გადახდა - ველი ბიზნესი მორგებულია როგორც დიდი ბიზნესების, ისე მცირე ბიზნესების, სტარტაპებისა თუ ინდ. მეწარმეების საჭიროებებს, შესაბამისად მათ გადახდის მარტივ მეთოდებს - ბარათით ან ინვოისით გადახდას სთავაზობს. 

●      ზედნადების ავტომატიზაცია - ბიზნეს მომხმარებელს ამ პროცესის დამოუკიდებლად გავლა ველის შემთხვევაში აღარ უწევს, ზედნადები ავტომატურად იტვირთება პლატფორმაზე.


ველი საქართველოში მაშინ შეიქმნა, როცა ონლაინ შოპინგ პლატფორმებისა თუ ელ. კომერციების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება დიდ გამოწვევას წარმოადგენდა და მიზნად ქვეყანაში ონლაინ კომერციას განვითარება, სიახლეების დანერგვა და სრულიად ახალი სტანდარტის შექმნა დაისახა.


ამჟამად ველი საქართველოში მომხმარებლის რჩეული და წამყვანი ელ. კომერციის პლატფორმაა, რომელსაც სურს ონლაინ კომერციის განვითარების საქმეში წვლილი შეიტანოს.




bottom of page