top of page

ციფრული გადახდების მხარდასაჭერად Visa-მ და TNET-მა ახალი კამპანია დაიწყეს

თბილისი, 1 აპრილი, 2024 – Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი,  საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან - TNET-თან  პარტნიორობით, ბაზრის მასშტაბური ტოკენიზაციის კამპანიას (Market Wide Tokenization Campaign) იწყებს, საქართველოში ციფრული გადახდების განვითარებისა და ელექტრონული კომერციის მხარდაჭერის მიზნით.   


კამპანია მიმდინარე წლის 1 აპრილს დაიწყო და 31 მაისს დასრულდება. გათამაშება კი ჩატარდება 2024 წლის 14 ივნისს, 15:00 საათზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 50 პრიზიდან ერთ-ერთი:


  • ავტომობილი – Volvo XC60 Denim Blue

  • 3 ცალი 5000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი

  • 6 ცალი TKT Fly-ის 1000 ლარიანი ვაუჩერი

  • 20 ცალი TKT Fly-ის 500 ლარიანი ვაუჩერი

  • 20 ცალი Vendoo.ge-ის 500 ლარიანი ვაუჩერი


მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა Visa ბარათით, Apple Pay-ისა და Google Pay-ის მეშვეობით, მინიმუმ 10 ლარის ღირებულების ტრანზაქციის განხორციელება TNET-ის შემდეგ პლატფორმებზე: Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Super App, Vendoo.ge, Livo.ge და TKT.ge. თითოეული მსგავსი ტრანზაქციის შესრულებისას მონაწილე მიიღებს გათამაშების ერთ ბილეთს. 



„Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, 25 წელია საქართველოში ავითარებს ელექტრონულ გადახდებს, ბიზნეს ეკოსისტემას და ზრუნავს თითოეულ მომხმარებელზე.  ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ორი ათეული წლის განმავლობაში, დავნერგეთ არაერთი ინოვაციური ტექნოლოგია, და წვლილი შევიტანეთ ელექტრონული კომერციის ტრანსფორმაციაში. ამჯერად, მომხმარებლების გამოცდილების სრულყოფის და   ციფრული გადახდების წახალისების მიზნით, ახალ კამპანიას ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც Visa ბარათის მფლობელებსა და TNET-ის მომხმარებლებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მოიგონ შთამბეჭდავი პრიზები“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.


დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: https://tnet.ge/tnet_visa.


Visa-ს შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე: visa.com.ge 

Comments


bottom of page