Web Features - ასოციაციის ახალი წევრი
- guntsadze
- 6 days ago
- 1 min read
Web Features - ციფრული სააგენტოა, რომლის ძირითადი მიმართულებაა WordPress ძრავზე ვებსაიტების დამზადება, ოპტიმიზაცია და მართვა. ამას გარდა, კომპანია დამკვეთებს სთავაზობს სრულ მარკეტინგულ მომსახურებას - SEO ოპტიმიზაციას, სოციალური მედიის მართვას, აპლიკაციის დამზადებას, ვებსაიტის ტექნიკურ მხარდაჭერასა და UI/UX დიზაინს.
Web Features - ის გუნდი მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან, მათ შორის ქართულ ლიდერ კომპანიებთან სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა - Pullman Tbilisi Axis Towers, Daily Group, Camex Airlines, Iashvili Children Hospital, Archi, ITstep School და სხვა.
პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ქმნის საიტებს, რომლებიც ზუსტად პასუხობს კომპანიის სურვილებს, ერგება მიზნებს. ოპტიმიზირებულია ყველა მოწყობილობაზე და გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი ფუნქციონალითა და დიზაინით.
კომპანიის მისიაა დაეხმაროს ბიზნესებს ონლაინ სივრცეში თავის დამკვიდრებაში და იქცეს მათთვის საიმედო, სანდო და ეფექტურ ციფრულ მხარდამჭერად მაქსიმალური ხარისხით და შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით.