
გვინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ "იქომერს ასოციაცია საქართველო"-ს ახალი წევრი შემოუერთდა - Westore.ge
Westore საქართველოს ბაზარზე 2023 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა და სთავაზობს სასაწყობე სერვისსა (ე.წ. Fulfillment-ი) და საკურიერო მომსახურებას როგორც იურუდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. ამ მომენტისათვის “ვისთორი” 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს ემსახურება.
კომპანიის დაარსების მიზანი არის ელექტრონული კომერციით დაკავებული იურიდიული თუ ფიზიკური პირებისთვის კომერციული საქმიანობისა და ლოჯისტიკის პროცესების გამარტივება.
WeStore მომხმარებლებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:
მინიმუმ ერთი კვ/მ (ერთი თაროს) ქირაობის შესაძლებლობა;
ყოველდღიური დარიცხვა - რაც შესაძლებლობას იძლევა თვის ნებისმიერ დღეს აითვისოთ, ან მოაკლოთ თაროების რაოდენობა;
მარტივი რეგისტრაცია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის.
პირადი კაბინეტიდან აკონტროლებთ მიმდინარე მარაგებს, აგზავნით შეკვეთებს და თვალყურს ადევნებთ მიმდინარე შეკვეთების მიწოდების სტატუსებს.
საწყობში მიღებულ პროდუქციას ენიჭება დასახელება, უნიკალურ კოდი, რაოდენობების მიხედვით აისახება თქვენს პირად კაბინეტში და განლაგდება თაროზე/თაროებზე.
პირადი კაბინეტიდან გამოგზავნილი ყველა შეკვეთა იფუთება, ეკვრება სტიკერი ადრესატის რეკვიზიტებით (სახელი/გვარი, მისამართი, საკონტაქტო) და გადაეცემა საკურიერო სამსახურს.
სტანდარტული მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე იმავე დღეს მიწოდება და ექსპრეს მიწოდება (შეკვეთიდან 2 საათში) თბილისის მასშტაბით.
ვისთორის საწყობს იცავს დაცვის სამსახური, განთავსებული პროდუქცია არის დაზღვეული, მიმდინარეობს შიდა და გარე პერიმეტრის 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგი.
ჩვენი მომსახურების საშუალებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ დისტანციურად მართონ თავიანთი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ზოგავთ:
კომერციული ფართის იჯარის თანხას.
თანამშრომლის მომსახურების ანაზღაურებას.
კომუნალურ ხარჯებს.
რაც ყველაზე მთავარია - დროს.
იქომერს ასოციაციაში წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას, მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მომსახურების შესახებ ელექტრონული კომერციის სფეროში მოღვაწე კომპანიებს.