ტექნოლოგიური კომპანია „ვოლტი“ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაარსდა. დაარსებიდან მეხუთე წელს, 2018 წლის 11 მაისს, ოპერირება საქართველოში დაიწყო.
„ვოლტი“, თავდაპირველად, მხოლოდ თბილისში ოპერირებდა და მომხმარებელს რესტორნებიდან კერძების შეკვეთის სერვისს სთავაზობდა. მოსახერხებელი აპლიკაცია, შეკვეთის განთავსების სიმარტივე და გამჭვირვალობა, მიტანის სწრაფი სერვისი, მხარდაჭერის გამართული სამსახური, მუდმივი განვითარება – ეს ის ფაქტორებია, რამაც „ვოლტს“ მომხმარებლის სანდოობა მოაპოვებინა და მათ საყვარელ ბრენდად აქცია.
თბილისში წარმატებულ გაშვებას მოჰყვა ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ქობულეთში, გორსა და ფოთში შესვლაც. „ვოლტმა“ ოპერირების დაწყებიდან მეორე წელს, თავისი საქმიანობა გააფართოვა და მომხმარებელს არა მხოლოდ რესტორნებიდან, არამედ სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, წიგნების, ყვავილების, ტექნიკის თუ მრავალი სხვა მაღაზიიდან პროდუქტების შეკვეთის სერვისიც შესთავაზა.
2022 წელს DoorDash Inc.-მა Wolt Enterprise Oy, შეთანხმების საფუძველზე, შეიძინა. DoorDash-ის Wolt-თან ძალების გაერთიანებით შეძლო პროდუქტების განვითარება, თითოეული კომპანიის ბაზარზე ფოკუსირება და მომხმარებლების, მოვაჭრეებისა და კურიერებისათვის პირობების გაუმჯობესება.
ელ-კომერციის ბიზნესის წარმოება არც ისე მარტივია, როგორც ეს შესაძლოა ერთი შეხედვით ჩანდეს და მისი წარმატება დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პროდუქციის ხარისხი, ასორტიმენტი და მუდმივი ხელმისაწვდომობა, კონკურენტული ფასები, სააქციო შეთავაზებები და ბოლოს, რა თქმა უნდა სწრაფი და მოხერხებული სერვისი, მათ შორის მიტანის სერვისი. სწორედ ამიტომ ვოლტის სტანდარტული მომსახურების დამატებით შეიქმნა Wolt Drive — ვოლტის ახალი სერვისი ონლაინ ბიზნესებისთვის, რომელიც სავაჭრო ობიექტებს უსწრაფესი მიტანის სერვისის უზრუნველყოფას სთავაზობს.
Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომელიც გამოირჩევა შემდეგი სერვისით:
სუპერ-სწრაფი მიტანა — მიწოდება 30 წუთში შეკვეთის ატვირთვიდან მომხმარებლის კარამდე;
მარტივი, მოხერხებული პლატფორმა შეკვეთების სამართავად, რომლის შექმნა და გამოყენების დაწყება წამებშია შესაძლებელი;
სრული ავტომატიზაცია ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე API ან სრული ინტრეგრაციის საშუალებით;
შეკვეთის მონიტორინგი რეალურ დროში, მომხმარებლისთვის და სავაჭრო ობიექტისთვის;
ვოლტის მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი როგორც მომხმარებლისთვის, ისე სავაჭრო ობიექტისთვის;
ყოველთვიური ანგარიშგება შესრულებული შეკვეთების შესაბამისად - არავითარი ფარული ხარჯები.
Wolt-მა ასევე დაამატა გამორჩეული სარეკლამო სერვისები როგორც ადგილობრივი სავაჭრო პარტნიორებისთვის (Wolt Ads for Merchants) და მსხვილი საერთაშორისო ბრენდებისთვის (Wolt Ads for Brands).
Wolt Ads-ს აქვს ორი სერვისის ხაზი: Wolt Ads პარტნიორი მერჩანტებისთვის და Wolt Ads ბრენდებისთვის. პირველი ფოკუსირებულია Wolt-ის 140,000-ზე მეტი სავაჭრო პარტნიორის მომსახურებაზე Wolt-ის ბაზრებზე, რომელთაგან 86% არის მცირე დამოუკიდებელი ბიზნესი. ეს უკანასკნელი შექმნილია Wolt-ის მსხვილი საერთაშორისო პარტნიორი ბრენდებისთვის.
Wolt-ის რეკლამები პარტნიორი მერჩანტებისთვის შექმნილია ადგილობრივი მოვაჭრეების ხილვადობის გასაზრდელად აპლიკაციაში. პარტნიორებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ რეკლამებზე Wolt-ის თვითმომსახურების ინსტრუმენტების მეშვეობით და იხდიან მხოლოდ იმ რეკლამის საფასურს, რომლითაც იღებენ შეკვეთებს - არა დაწკაპუნებებს ან ნახვებს.
Wolt რეკლამები ბრენდებისთვის: შექმნილია სპეციალურად საერთაშორისო ბრენდებისთვის, ვოლტი სთავაზობს გაზრდილ ხილვადობას როგორც აპში, ასევე ოფლაინში. ბრენდებისთვის შეთავაზებული ვარიანტები მოიცავს ბანერებს, დაფინანსებულ განთავსებებს პროდუქციის ჩამონათვალში, ასევე შეფუთვას და ბრენდირებულ ჩანთებს.
E-commerce ასოციაციის წევრობა ჩვენთვის აჩენს შესაძლებლობას ვიყოთ მოვლენების ეპიცენტრში და მივიღოთ/გავცეთ ინფორმაცია სფეროში არსებული სიახლეებისა თუ გამოწვევების შესახებ. ამასთანავე გვსურს ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა Q-commerce-ის მიმართულებით გავაზიაროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სფეროში მოღვაწე ახალი/პოტენციური ბიზნესების განვითარებაში.
Comments