
„WORLDEF ISTANBUL“ 2024 წელს უკვე მეთერთმეტეჯერ გაიმართება. უდიდესი იქომერს ღონისძიება 2024 წლის 6-8 ივნისს ჩატარდება სტამბოლის Yenikapi Event Area საგამოფენო სივრცეში სახელწოდებით „საცალო ვაჭრობის რენესანსი: ელექტრონული კომერცია“. ღონისძიებაზე დამსწრეთა სახით სხვადასხვა ქვეყნიდან 20 ათასზე მეტ მონაწილეს ელოდებიან, რომლებიც თავს მოიყრიან სტამბულის მეგაპოლისში გლობალური ელ-კომერციის ეკოსისტემის დინამიური ლანდშაფტის შესწავლისა და განხილვის მიზნით.
ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს მნიშვნელოვანი ნეტვორქინგის და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების მოძიების შესაძლებლობა მიეცემათ.
თემატიკის, სპიკერებისა და მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:
მზად ხართ ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ტექნოლოგიების სფეროში ტრანსფორმაციისთვის?
ღონისძიებაზე ელექტრონული კომერციის ათასობით ენთუზიასტი შეიკრიბება!
თქვენ უნიკალური შესაძლებლობა გელოდებათ: დინამიური დისკუსიები, ინოვაციური იდეები, უპრეცედენტო ნეთვორქინგი და სხვა. გაიგეთ უახლესი ტექნოლოგიები საცალო ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის სექტორში, გააძლიერეთ B2B საქმიანი კავშირები ელექტრონულ კომერციასა და საცალო ვაჭრობაზე ორიენტირებით და მოიპოვეთ კონკურენტული უპირატესობა ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის განვითარებად სფეროში.
WORLDEF-ს და „იქომერს ასოციაცია საქართველო“-ს შორის შედგა სტრატეგიული პარტნიორობა. სწორედ ამ მოტივით, WORLDEF სპეციალურ წინადადებებს სთავაზობს „იქომერს ასოციაცია საქართველო“-ს პატივცემულ წევრებს.
„WORLDEF“-ის ორგანიზატორები მხარს უჭერენ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას და საქართველოს დელეგაციას სიხარულით გველოდებიან თავიანთ უზარმაზარ იქომერს ღონისძიებაზე!
WORLDEF ISTANBUL 2024 კონტაქტების დამყარებისა და ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბების უამრავ ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.
დაგვიკავშირდით ამ შესაძლებლობისთვის!