Code-pal -ასოციაციის ახალი წევრი
- guntsadze
- Aug 9
- 1 min read
Updated: 6 days ago
Code-pal - თქვენი software development და AI ტრანსფორმაციის პარტნიორი
კომპანია Code-pal ფუნქციონირებს custom software development და AI ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ კომპანიებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, პროცესების ოპტიმიზაციაში და პერსონალიზირებული პლატფორმების/ გადაწყვეტების შექმნაში.
Code-pal-ის ძირითადი მიმართულებებია:
• AI ტრანსფორმაცია - ბიზნეს პროცესების მოდერნიზაცია ხელოვნური ინტელექტის დანერგვით - კომპლექსური AI აგენტების შექმნა, LLM-ების ინტეგრაცია, პროცესების ავტომატიზაცია და CRM workflow ოპტიმიზაცია.
• AI კონსულტაცია - ონლაინ/ოფლაინ შეხვედრების დახმარებით, დეტალურად ვეცნობით კომპანიის პროცესებს, სხვადასხვა დეპარტამენტის ოპერაციებსა და მთლიან workflow-ს, რის შედეგადაც ვადგენთ სად შეიძლება მოხდეს AI ინტეგრირება. გავრცელებული აზრისგან განსხავვებით, AI არ არის პანაცეა და ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიას სულაც არ სჭირდება AI.
• custom software/website development
• E-commerce პლატფორმების აწყობა.
• ფინტექ გადაწყვეტების დეველოპმენტი/ დანერგვა.
კომპანიის ხელმძღვანელობა შედგება სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებისგან.
ლევან კუპრავა
თანადამფუძნებელი & პროექტის მენეჯერი
გამოცდილი პროექტის მენეჯერი 5+ წლიანი გამოცდილებით. uCraft-ის თანადამფუძნებელი.
დავით კიკვიძე
თანადამფუძნებელი & ფინტექ ექსპერტი
ფინტექ პროფესიონალი, საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე, მენეჯმენტის ასოცირებული პროფესორი, პროფესიული გამოცდილებით სხვადასხვა ბიზნეს სექტორში: ფინანსური ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამშენებლო და საგანმანათლებლო მენეჯმენტი. Open Banking კომიტეტის წევრი TBC ბანკის სახელით, ბიზნესის განვითარების მრჩეველი AllPayWay LLC-ში და uCraft-ში. ბიზნეს სკოლის დეკანი ალტე უნივერსიტეტში.
არტიომ ანანოვი
თანადამფუძნებელი & მარკეტინგის დირექტორი
მარკეტერი 8+ წლიანი გამოცდილებით data-driven მარკეტინგში, uCraft-ის თანადამფუძნებელი, GAIA-ს (საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია) სრული წევრი, ხელოვნური ინტელექტის ტრენერი.
ტექნიკური გუნდი შედგება 12 გამოცდილი ინჟინრისგან. Code-pal წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიორიაზე.
"იქომერს ასოციაცია საქართველოს" წევრობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ ქართული ელ. კომერციის ეკოსისტემის ნაწილი და ხელი შევუწყოთ ციფრული ვაჭრობის განვითარებას საქართველოში. ჩვენი ექსპერტიზა AI-სა და software-ში დაეხმარება ასოციაციის წევრებს თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების გადალახვაში. დიდი სიამოვნებით გავუწევთ უფასო კონსულტაციას ყველა კომპანიას, რომელიც E-commerce მიმართულებით ფუნქციონირებს.