პირველი ქართული AI შოპინგი Dressup.ge-ზე: მოირგე სამოსი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
- guntsadze
- Nov 12
- 2 min read

Dressup.ge წარმოგიდგენთ ტექნოლოგიურ ფუნქციონალს, „მოირგე AI“, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ტანსაცმლისა და აქსესუარების შერჩევის გამარტივებულ პროცესს გთავაზობთ; კერძოდ, ონლაინ შოპინგს პერსონალიზებულ და მაქსიმალურად კომფორტულ გამოცდილებად აქცევს.
„მოირგე AI“: ვირტუალური ოთახი თქვენს ხელში
ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს ახალი ფუნქცია „AIრჩიე და მოირგე“ რეალურ გადაწყვეტას წარმოადგენს ონლაინ შოპინგის ძირითადი გამოწვევისთვის: შეძენამდე ნახო, როგორ გამოიყურება კონკრეტული სამოსი შენ თავზე.
ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პროდუქტის გვერდზე დააჭიროს სპეციალურ ღილაკს „AIრჩიე და მოირგე“ და გადაინაცვლოს AI პლატფორმაზე. შემდგომი პროცესი კი ასეთია: მომხმარებელი ტვირთავს ან პირდაპირ გადაიღებს ფოტოს, ირჩევს სასურველ ტანსაცმელსა ან აქსესუარებს Dressup.ge-ის მრავალფეროვანი კოლექციიდან და შედეგად, რეალურ დროში ხედავს, როგორ გამოიყურება არჩეული პროდუქტი უშუალოდ მის ფოტოზე.
გლობალური ტენდენციები: AI, როგორც ონლაინ შოპინგის მამოძრავებელი ძალა
Dressup.ge-ს ეს ნაბიჯი თანმიმდევრულად ერწყმის გლობალურ კონტექსტს. უფრო კონკრეტულად, მსოფლიო ბაზარზე წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა Amazon, Zalando და ASOS, აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ისეთ სერვისებს ქმნიან, როგორებიცაა პერსონალიზებული პროდუქტის რჩევები, AI მოდელზე დაფუძნებული სტილის მრჩეველი, ჩათბოტი და სხვა.
Dressup.ge კი ამ ტენდენციას უერთდება და ქართველი მომხმარებლისთვის ნერგავს ფუნქციონალს, რომელიც სახალისო, მარტივ და მაქსიმალურად პერსონალიზებულ გამოცდილებას გვთავაზობს.
„მოირგე AI“ — ტექნოლოგია, რომელიც ადამიანზეა მორგებული, აჩვენებს, რომ ქართულ ბაზარზეც იზრდება მოთხოვნა ჭკვიან, პერსონალიზებულ გადაწყვეტილებებზე. „მოირგე AI“ მხოლოდ ტექნოლოგიური ფუნქცია არ არის — ესაა სტრატეგიული ნაბიჯი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფორმისაკენ, სადაც ბრენდი და ადამიანი ერთ სივრცეში ქმნიან გამოცდილებას.
ზოგადად, თანამედროვეობის შესაბამისად, კომპანია ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა მიმართულებით იყენებს და სამომავლოდ კიდევ რამდენიმე ფუნქციის დამატებას გეგმავს.
მანამდე კი, შეარჩიე Dressup.ge-ს სასურველი პროდუქტი და გამოცადე ახალი AI ფუნქციონალი.
აღნიშნულ AI ტექნოლოგიაზე, Dressup.ge-სთან ერთად, SEO სააგენტო Alpaca-ს AI გუნდმა იმუშავა. ალპაკა ქართული სპეციალიზებული SEO სააგენტოა, რომელიც კომპანიებს საძიებო სისტემაში და LLM-ებში მოწინავე პოზიციების დაკავებაში ეხმარება. შედეგად იზრდება მათი ხილვადობა და ბრენდის ცნობადობა ციფრულ სამყაროში. ამას გარდა, „ალპაკა“ ბიზნესებს AI ავტომატიზაციის სერვისსაც სთავაზობს, რომლითაც კომპანიების პროცესები უმჯობესდება.


