top of page

რა არის სასაქონლო ფიდი?

  • guntsadze
  • Oct 6
  • 3 min read

სასაქონლო ფიდი - ეს არის ცხრილის ან ზოლის ფორმის ფაილი, რომელშიც მითითებულია ინტერნეტ-მაღაზიაში არსებული ყველა პროდუქტის პოზიციები და მათი მახასიათებლები. ამ ფაილში ძირითადად უთითებენ: სახელწოდებას, ზომებს, მასას, ღირებულებას, არტიკულს და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებს, რაც ახასიათებს ფაილში შეტანილ პროდუქციას. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება შედიოდეს საწყობში ჩამოცლის, დატვირთვის და მიწოდების პირობებიც.

ამ ფაილის ფუნქციები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით მოხდება მისი გამოყენება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიდი - ეს არის სპეციალიზირებული ფაილი, ინტერნეტ-მაღაზიის პროდუქციის პარამეტრებით.

რისთვის არის ის საჭირო?

ჩვეულებრივ, ასეთი ფაილები გამოიყენება სარეკლამო არხებში პროდუქტის შესახებ მონაცემების სწრაფად გადაცემისთვის.

მაგალითად:

1.სასაქონლო კატალოგები.

2.სარეკლამო სისტემები.

3.მონაცემთა ჩატვირთვის ავტომატიზაცია. ეს ეხება როგორც ინტერნეტ-მაღაზიის შევსებას, ასევე ინფორმაციის გადაცემას სხვადასხვა ელექტრონულ ვიტრინებზე.

4.საინფორმაციო ბარათების სწორად შევსების კონტროლი. რადგან ფიდზე მუშაობა ხდება ცხრილებში, უკეთესია შემოწმდეს, რამდენად სწორად არის შეტანილი პროდუქციის შესახებ მონაცემები.

5.მსგავსი პროდუქციის ჩვენების დაყენება ინტერნეტ-მაღაზიის საიტის პარამეტრებიდან.

6.ასორტიმენტის ანალიზი. ამ ინსტრუმენტით მოსახერხებელია გაყიდვების და მარაგების კონტროლი.

ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები, არის ყველაზე გავრცელებული გამოყენების მხრივ. პრაქტიკაში, ყველაზე მეტად, ფაილები გამოიყენება რეკლამის ჩასაშვებად, ასევე, მარკეტფლეისებსა და საიტებზე ასორტიმენტის ასატვირთად.

ვის სჭირდება სასაქონლო ფიდი?

ფაილი საშუალებას იძლევა მონაცემები გადაეცეს სარეკლამო პლატფორმებს და ასორტიმენტი აჩვენოს საძიებო სისტემებს. ამიტომ, პროდუქტის ფიდს იყენებს ელექტრონულ კომერციაში ჩართული თითქმის ყველა კომპანია. მაგალითად, ინტერნეტ-მაღაზიის მფლობელები, ამის დახმარებით იმარტივებენ ასორტიმენტის ჩატვირთვის პროცესს. მარკეტოლოგები ფიდს იყენებენ

საქონლის რეკლამირებისთვის სასაქონლო ვიტრინებზე. სელერები მისი გამოყენებით უზრუნველყოფენ პლატფორმასთან მოსახერხებელ ურთიერთქმედებას.

რა არის სასაქონლო ფიდი? რისთვის არის საჭირო და როგორ უნდა შევქმნათ ის?

ფიდის სახეობები არსებობს სასაქონლო ფიდის რამოდენიმე პოპულარული ფორმატი. ისინი განსხვავდებიან გაფართოვების და სხვა შესაძლებლობების მიხედვით:

1.CSV - ცხრილების ფორმატი. მისი გახსნა შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი ცხრილების რედაქტორით (Excel, Google ცხრილები, OpenOffice). თუმცა, აქვს შეზღუდული ფუნქციები სხვა ფორმატებთან შედარებით.

2.XML - ეს ფორმატი გამოირჩევა თეგების გამოყენების სტრუქტურირება, რაც ფაილს HTML-ის მსგავსს ხდის. საკმაოდ მოქნილი პარამეტრები აქვს, რაც სხვადასხვა მონაცემების მარტივად დამატების საშუალებას იძლევა.

3.TSV,GZ (ZIP) - ფორმატი განკუთვნილია პროდუქტის ფიდების დაარქივებისთვის. გამოიყენება დიდი ფაილების ზომის შესამცირებლად მათი მარტივად გადაგზავნის მიზნით.

სასაქონლო ფიდის სტრუქტურა პროდუქტის ფაილში არის აუცილებელი სტრუქტურული ელემენტები, რომელშიც აუცილებელია შემდეგი მონაცემების მითითება:

Yml_catalog - რომელიც აღწერს მაღაზიას, საიდანაც იტვირთება ფიდი.

Shop - დასახელება, მისამართი და სხვა მახასიათებლები, რომლებიც გამოიყენება YML. Category - ფაილში პროდუქციის კატეგორიები.

Offers - გამაერთიანებელი თეგი, რომელშიც მოიაზრება თეგები აღწერებით და პროდუქციის სხვა მახასიათებლებით.

Title (დასახელება) - პროდუქტის დასახელება.

Id (იდენტიფიკატორი) - უნიკალური ნომერი ცალკეული საქონლის იდენტიფიკაციისთვის.

Price (ფასი) - პროდუქტის ღირებულება.

Description (აღწერა) - მონაცემები პროდუქტის შესახებ, ყველა მახასიათებელი და

მნიშვნელოვანი თავისებურებები.

Image_link (გამოსახულების URL-მისამართი) - პროდუქტის ფოტოს ლინქი.

Availability (ხელმისაწვდომობა) - პროდუქტის რაოდენობა, ასევე შეკვეთის ნიუანსები: წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობა, რაოდენობა, შეზღუდვა.

Link (ლინქი პროდუქციის ასორტიმენტზე) - გვერდის მისამართი, სადაც შესაძლებელია პროდუქციის დეტალების ნახვა და მისი შეკვეთა.

როგორ უნდა შეიქმნას სასაქონლო ფიდი?

ფაილის შექმნა შეიძლება ხელით ან ავტომატურად, თუმცა, ხშირად ავტომატური მეთოდი გამოიყენება. თუ ინტერნეტ-მაღაზიისთვის CMS (Content Management System) სისტემა ან არასტანდარტული სტრუქტურა გაქვთ, შეიძლება გამოგადგეთ ფაილის ხელით შექმნის ვარიანტიც. შესაძლებელია XML-ფაილის შექმნაც, თუმცა, ყველაზე მარტივია CSV (ცხრილების სისტემა). სასაქონლო ფიდის ოპტიმიზაცია

ფაილში მითითებული ინფორმაციის მოცულობა, გავლენას ახდენს პროდუქტის ბარათის ჩვენების ალბათობაზე პოტენციური მომხმარებლებისთვის. ფაილები ყოველთვის აქტუალური უნდა იყოს.

ქვემოთ მოცემულია ძირითადი ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა შემოწმდეს:

ინფორმაციის აქტუალურობა - ყველა მონაცემები მუდმივად უნდა განახლდეს. ამისთვის საუკეთესოა ფაილების ავტომატური განახლება.

ხარისხი - ფაილი სწორად უნდა იყოს მონიშნული. ასევე, უშეცდომოდ გაფორმებული.

მიუთითეთ ყველა აუცილებელი მონაცემი. რეკომენდირებულია ყველა მნიშვნელოვანი თეგის შევსება.

დუბლიკატების გამორიცხვა - შეეცადეთ გამორიცხოთ ერთნაირი აღწერა სხვადასხვა პოზიციებში.

ოპტიმიზაცია ამ შემთხვევაში ფეხდაფეხ მიყვება ავტომატიზაციას. თუ ფიდების შექმნის დროს ავტომატურ ატვირთვას გამოვიყენებთ, უმეტესი პრობლემების არიდება იქნება შესაძლებელი.

დასკვნა

პროდუქტის ფიდი საშუალებას გვაძლევს გადავცეთ ინტერნეტ-მაღაზიის გავლით რეალიზებადი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია სარეკლამო სისტემებს. ის ასევე ამარტივებს საქონლის ბარათების ატვირთვას მარკეტფლეისებზე არსებულ სელერების კაბინეტებში. არსებობს ფაილების სხვადასხვა ფორმატები და საჭიროა მათი შერჩევა იმ სარეკლამო სისტემიდან გამომდინარე, რომელშიც მოხდება ფიდის ჩატვირთვა. ფაილის შექმნა შესაძლებელია ხელით, თუმცა, სჯობს ამ პროცესის ავტომატიზაცია.

მოკლედ მთავარ საკითხებზე:

1.სასაქონლო ფიდი განკუთვნილია ინფორმაციის სარეკლამო არხებში გადაცემისთვის.

2.ფაილის ფორმატის შერჩევა ხდება იმ პლატფორმის მოთხოვნების მიხედვით, რომელზე განსათავსებლადაც ის მზადდება.

3.ფაილები შეიძლება შეიქმნას ავტომატურად.

4.განახლებული მონაცემების დროულად გადაცემა, მნიშვნელოვნად ზრდის რეკლამის ეფექტურობას.

 
 
bottom of page