რა გავლენას ახდენს e-commerce სფერო გარემოზე
- guntsadze
- 5 days ago
- 6 min read
E-commerce ადგილობრივი და საერთაშორისი ვაჭრობის განუყოფელი ნაწილი გახდა, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია იძენს საქონელს და მომსახურებას ონლაინ. კომპანია Statista-ს მონაცემებით, 2024 წელს, ელექტრონული კომერციის გლობალურმა გაყიდვებმა შეადგინა 4.1 ტრილიონი აშშ დოლარი და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს წლებში, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.
E-commerce-ი მომხმარებლებს ბევრ სარგებელს სთავაზობს, თუმცა, მისი ზეგავლენა გარემოზე სულ უფრო შემაშფოთებელია. გაეროს (UN) მიერ მომზადებული რეპორტით დგინდება, რომ ელექტრონულ კომერციას გარემოს მდგრადობაზე შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა.
ინფორმირებულობა და უფრო მეტის ცოდნა ელექტრონული კომერციის გავლენის შესახებ გარემოზე, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, საშუალებას მოგცემთ წარმოდგენა იქონიოთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეამციროთ ნახშირბადის კვალი, როგორც ბიზნესმა ანდა როგორც მომხმარებელმა.
რა დადებითი მხარეები აქვთ E-Commerce გარემოსთვის?
1. ფიზიკური საცალო ვაჭრობის გავლენის შემცირება
ტრადიციული საცალი მაღაზიები მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსებს მშენებლობაზე, ენერგომოხმარებასა და ყოველდღიურ მუშაობაზე. ფიზიკური მაღაზიის ქონისთვის საჭიროა ელექტროენერგია განათებისთვის, გათბობის და გაგრილების სისტემა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნახშირბადის გამოყოფას.
ონლაინ საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს კი, არ სჭირდებათ ფიზიკური სავაჭრო წერტილები, რაც ხსნის ზმოთ ჩამოთვლილი ენერგომოხმარების პირობების აუცილებლობას და ხელს უწყობს საქონლის დასაწყობების უფრო მოსახერხებელი მოდელის შექმნას. გარდა ამისა, ბევრი საცალო მოვაჭრე იყენებს ე.წ. «მუქ მაღაზიებს» (dark stores) — ანუ საწყობებს, რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ ონლაინ-შეკვეთების განსახორციელებლად. ეს შენობები ოპტიმიზირებულია გაყიდვების ეფექტურობისთვის და იყენებენ გაცილებით ნაკლებ ენერგორესურსებს, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიკური მაღაზიები.
2. მარაგების ეფექტური მართვა და ნარჩენების შემცირება
ბევრი კომპანია იყენებს მონაცემთა მოწონავე ანალიტიკის ინსტრუმენტებს და ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის, რომ მოხდეს მოთხოვნის ზუსტი პროგნოზირება, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს პროდუქცია აწარმოონ მომხმარებელთა აქტუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, შეამცირონ ჭარბი წარმოება და ნარჩენი პროდუქციის რაოდენობა.
მაგალითად, სწრაფი მოდის ინდუსტრიის სტატისტიკა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველწლიურად იწარმოება 92 მლნ ტონა ტექსტილის ნარჩენი, რის გამოც ამ სფეროზე მსოფლიოში გამოყოფილი ნახშირბადის დაახლოებით 10% მოდის. ელექტრონული კომერციის პლატფორმები, რომელბიც იყენებენ მარაგების მართვის სისტემებს «მზადდება შეკვეთით» ან «ზუსტ ვადებში» პრინციპით, აწარმოებენ მხოლოდ იმას, რასაც მომხმარებლები უკვეთავენ, რითაც ხელს უწყობენ გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას.
3. ოპტიმიზირებული ლოჯისტიკა და კონსოლიდირებული მიწოდება
ცენტრალიზირებული დასაწყობება ამცირებს ტრადიციული სავაჭრო ჯაჭვის არაეფექტურობას, სადაც საქონელი ხშირად გადაადგილდება რამოდენიმე გამანაწილებელ ცენტრში მანამ, სანამ საცალო მაღაზიებში მოხვდება. ელექტრონული კომერციის კომპანიები იყენებენ მარშრუტების ალგორითმულ დაგეგმვას მიწოდების კონსოლიდაციისთვის, რაც ხელს უწყობს საერთო მანძილის შემცირებას, რომელსაც თითოეული ამანათი გადის.
გარემოს დაცვის ორგანიზაცია EPA-ს კვლევაში ნათქვამია, რომ აშშ-ში, გამოყოფილი ნახშირბადის მთლიანი რაოდენობის 28% მოდის ტრანსპორტზე, რაც ამ სფეროს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ ხდის. ელექტრონული კომერცია კონსოლიდირებული მიწოდების ჯაჭვით, ხელს უწყობს იდივიდუალური მარშრუტების შემცირებას და მასთან დაკავშირებული, სატრანსპორტო საშუალების მიერ გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობის შემცირებას. იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლებმა იარონ მანქანებით ფიზიკურ მაღაზიებში, მიწოდების ერთი ავტომობილი უზრუნველყოფს ასობით საოჯახო მეურნეობების მომსახურებას, ერთი მარშრუტის გამოყენებით.
რა უარყოფითი მხარეები აქვს E-Commerce გარემოსთვის?
1. შესაფუთი მასალის ნარჩენების ზრდა
ელექტრონული კომერციისთვის განკუთვნილი საქონელისთვის, საჭიროა ტრანსპორტირებისას დაცვის მასალები, რაც წარმოქმნის დიდი ოდენობით ნარჩენებს. ჩვეულებრივ მაღაზიებში საქონლის ყიდვისას, ხდება მინიმალური შეფუთვის გამოყენება, ხოლო ონლაინ-მაღაზიები შეფუთვისას იყენებენ პლასმასის, მუყაოს და პენოპლასტიროლის რამოდენიმე ფენას.
გაეროს 2024 წლის ციფრული ეკონომიკის ანგარიში აჩვენებს, რომ ელექტრონული კომერცია წარმოქმნის შესაფუთი მასალების ნარჩენების 4,8-ჯერ მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზიები, რაც გავლენას სახდენს სათბურის გაზების გაფრქვევაზე. შედეგები აჩვენებს, რომ ელექტრონულ კომერციას მუყაოს ყუთების გამოყენების გამო, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გარემოში ნახშირბადის გამოფრქვევასა და ნარჩენების წარმოქმნაში. პრობლემა ღრმავდება, როცა ონლაინ-დაბრუნებისთვის გამოიყენება უფრო მეტი შეფუთვა და დაბალხარისხიანი, რთულადგადამუშავებადი მასალები, როგორიცაა დაბრუნების ბეჭდური ბლანკები და თვითწებვადი ეტიკეტები.
გარდა ამისა, ბევრი შესაფუთი მასალა, მაგალითად პოლიეთილენის ქაფი და ბუშტუკოვანი საფენი, რთულად გადამუშავებადია, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ნაგავსაყრელზე ნარჩენების დაგროვების საკითხს.
2. ტრანსპორტით და მიწოდებით ნახშირბადის ემისიის ზრდა
ელექტორნული კომერციის ეკოლოგიურ კვალზე არსებით გავლენას ახდენს კარდაკარ მიწოდება და ასევე, გაცემის პუნქტებიდან ამანათის მომხმარებლის მიერ გატანა, როცა ისინი იყენებენ ტრანსპორტს დანიშნულების პუნქტამდე და უკან გზისთვის. თუმცა, კარდაკარ მიწოდების მეთოდი არის ბოლო რგოლი რითეილერს, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, და ითვლება ყველაზე ინტენსიურ ენერგომომხმარებელ და ნახშირბადის გამომფრქვევ სეგმენტად.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომერცია ერთის მხრივ ამცირებს მომხმარებელთა ტრანსპორტით გადაადგილების აუცილებლობას, მეორეს მხრივ, სწრაფი მიწოდების სერვისის უზრუნველყოფით, ზრდის გარემოსთვის მავნე ნივთირებების გამოყოფის მაჩვენებელს, რაც გამოიხატება შემდეგი მიმართულებით:
-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდა მიწოდებისთვის, რომელთა უმრავლესობა არის სატვირთო ტიპის და ძირითადად ნავთობპროდუქტებს იყენებენ საწვავად, რაც თავის მხრივ, გამოირჩევა ნახშირბადის გამოფრქვევის მაღალი მაჩვენებლით.
-არაეფქტური მარშრუტიზაციები, მაგალითად იმავე ან შემდეგ დღეს მიწოდება, რაც ამცირებს ამანათების კონსოლიდაციას.
-მოთხოვნის ზრდა ავიაგადაზიდვების მხრივ, რაც კიდევ უფრო მეტ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვები.
საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კვლევაში აღნიშნულია, რომ სწრაფი მიწოდებით გარემოს დაბიძურების მაჩვენებელი დიდ ქალაქებში 2030 წლისთვის გაიზრდება 30%-ზე მეტით, თუ ონლაინ-ვაჭრობის სფერო გააგრძელებს არსებული ტრაექტორიით, რომლის ფაქრგლებშიც, დამატებით საჭირო იქნება 6 მლნ ერთეული სატრანსპორტო საშუალება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს საგრძნობლად გააუარესებს.
3. საქონელის დაბრუნება და ნარჩენის წარმოქმნა
ონლაინ შეძენილი საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ქმედებები, შესაძლოა გავლენას ახდენდეს გარემოზე შეფუთვის მასალის, მარკირების, შეკვეთების კომპლექტაციის, შენახვის, გადაფუთვის და ახალი მიწოდების აუცილებლობის გამო.
კვლევების თანახმად, ონლაინ ვაჭრობაში გაცილებით მაღალი დაბრუნების მაჩვენებელია, ვიდრე ფიზიკურ მაღაზიებში. საცალო ვაჭრობის ნაციონალური ფედერაციის (NRF) მონაცემებით, ონლაინ ყიდვის შემთხვევაში, მომხმარებლები უკან აბრუნებენ საქონლის 17,6%-ს, ხოლო ჩვეულებრივ მაღაზიებში ეს მაჩვენებელი 10,02%-ს შეადგენს. ყოველი დაბრუნება საჭიროებს დამატებით მიწოდებას, გადაფუთვას და მარაგების შევსების ლოჯისტიკას, რაც ზრდის ნაშირბადის გაფრქვევის მაჩვენებელს.
ელექტრონულ კომერციაში დაბრუნების მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია იმით, რომ საწყის ეტაპზე, მომხმარებელს არ აქვს საქონლის პირადად ნახვის საშუალება. ასევე, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ დაბრუნებული საქონელი ხშირად გაუყიდელი რჩება. ბევრი მათგანი კი ნაგავსაყრელზე ხვდება შემდეგი მიზეზების გამო:
- გადაფუთვის ხარჯების საქონლის ფასს აჭარბებს.
- წარმოიშობა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის პრობლემები, განსაკუთრებით ელექტრონიკასთან და ტანსაცმელთან დაკავშირებით.
- საცალო მოვაჭრეებს ურჩევნიათ გაანადგურონ ზოგიერთი საქონელი, ვიდრე მის გადაყიდვაზე დახარჯონ დრო და რესურსი.
4. ზედმეტი მოხმარების სტიმულირება
ელექტრონული კომერცია ასტიმულირებს მთლიანი მოხმარების მაჩვენებლს მეტი ხელმისაწვდომობის და მოხერხებულობის, შედარებით დაბალი ფასების და საქონლის ფართო არჩევანის გამო. სავაჭრო საიტები აქტიურად მუშაობენ რეკლამაზე, წარადგენენ კონკრეტულ თარიღსა და დროზე მიბმულ ფასდაკლებებს, აწარმოებენ მარკეტინგულ სტრატეგიას, რაც ხელს უწყობს მყიდველების მოზიდვას და შენაძენის განხორციელებას.
მომხმარებელთა ქცევა, რომელიც მოიცავს უფრო ხშირ და მრავალფეროვან შენაძენებს სხვადასხვა პლატფორმებსა და სხვადასხვა სელერებთან, იმპულსურ შენაძენებთან ერთად, იწვევს გადაჭარბებული მოხმარების მაჩვენებლის ზრდას - ეს კი თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აუცილებლობასთან, რათა მოხდეს დროული მიწოდება, რომლის დროსაც გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების გაზრდილი რაოდენობა, ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე.
ელექტრონული კომერციის ნეგატიური მხარე გამოიხატება შემდეგი მიმართულებებით:
- რესურსების ჭარბი გამოყენება, ხელოვნურად გაბერილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
- საქონლის მომსახურების ვადის შემცირება, რაც იწვევს ნარჩენების ზრდას.
- უტილიზაციის ტემპების ზრდა სწრაფი მოდის და ერთჯერადი საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის პოპულარობის ზრდის ფონზე.
გადაწყვეტები მდგრადი ელექტრონული კომერციისთვის
ინოვაციები შეფუთვების სფეროში
სულ უფრო მეტი კომპანია გადადის ბიორეალიზებად და გადამუშავებად შეფუთვებზე, რათა შეამცირონ ელექტრონული კომერციის ნარჩენები და შეუერთდნენ ეკოლოგიური ბიზნეს-მოდელების ტენდენციებს. მაგალითად:
მინიმალური შეფუთვა — შეფუთვის მინიმიზაცია საშუალებას იძლევა გამოირციხოს ზედმეტი მასალის გამოყენება პროდუქტის უსაფრთხოების დაცვისას. მაგალითად, კომპანია Marcedo Libre-მ, რომელიც მართავს ელექტრონული კომერციის პლატფორმებს, უარი თქვა დამატებით შეფუთვაზე, რათა შეემცირებინა მასალების გამოყენება და ნარჩენების წარმოქმნა. მისი მხრიდან, პროდუქციის მიწოდება ხდება პირველადი შეფუთვით და ერთიანი ეტიკეტით, რომელიც უშუალოდ საქონელზეა დაკრული.
ერთჯერად პლასმასზე უარის თქმა — ერთჯერად პლასმასზე უარის თქმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებასა და ეკოსისტემის დაცვაში. კომპანიები ნერგავენ ბიოდეგრადირებად ალტერნატივებს, როგორიცაა ქაღალდით შეფუთვა, კომპოსტირებადი ბიოპლასტიკი და მრავალჯერადი ტარა. ხელისუფლებები, მსოფლიოს მასშტაბით აწესებენ შეზღუდვებს ელექტრონულ კომერციაში ერთჯერად პლასმასის შეფუთვებზე, რათა მალე მოხდეს ისეთი შეფუთვების ფორმატზე გადასვლა, რაც გარემოს ნაკლებ ზიანს მიაყენებს.
გაცნობიერებული სამომხმარებლო ჩვევები
გაცნობიერებულ სამომხმარებლო ჩვევებს შეუძლიათ შეამცირონ ჭარბი მოხმარება, მინიმუმამდე დაიყვანონ ნარჩენები და ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას. თითოეულ მყიდველს, რაოდენობის ნაცვლად პრიორიტეტის ხარისხისთვის მინიჭებით და მხოლოდ აუცილებელი საქონლის შეძენით, სარეკლამო შეთავაზებების დევნის გარეშე, შეუძლია გონივრული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება.
მდგრადი განვითარების ძირითადი ჩვევებია:
გაცნობიერებული შოპინგი — რომლის დროსაც, მომხმარებელი საგულდაგულოდ შეისწავლის სასურველ შენაძენს. გამოხმაურებების გადამოწმება, საქონლის სპეციფიკაციების გაცნობა და მდგრადი განვითარების შესახებ განაცხადის გაკეთება, ხელს შეუწყობს დაბრუნებული საქონლის რაოდენობის, დამატებითი გამონაბოლქვის და ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას.
ნელი მიწოდების არჩევა — შედარებით ნელი მიწოდება ხელს უწყობს გარემოს დაბინძურების შემცირებას და საშუალებას იძლევა მიწოდების მარშრუტები უფრო ეფექტურად დაიგეგმოს. შეკვეთების გაერთიანებას შეუძლია შეამციროს დაბინძურება, რომელიც დაკავშირებულია შეფუთვის და ტრანსპორტირების პროცესთან.
მდგრადი ბიზნესის მხარდაჭერა — იმ კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც იყენებენ ეკოლოგიურ შეფუთვას, მიწოდებისას ცდილობენ ნაკლებად დააბინძურონ გარემო ტრანსპორტით და ჩაკეტილი ეკონომიკური ციკლი აქვთ, ხელს შეუწყობს ამ სფეროში სასიკეთო ცვლილებებს. მრავალჯერადი გამოყენების, ხარისხიანი და ეკოლოგიური მასალებით შეფუთული პროდუქტის არჩევით, დაეხმარებით კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ გარემოზე მავნე გავლენის შემცირებას.
ასევე, შეგიძლიათ უფრო ეკოლოგიური არჩევანი გააკეთოთ, რომელიც სცდება მომხმარებელთა ჩვევებს. მაგალითად, მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს ევროპაში, შეუჩლია როუმინგისა და სატელეფონო კავშრისთვის აირჩიოს eSIM Europe - ფიზიკური SIM-ბარათის ნაცვლად, რაც ამცირებს პლასტიკური ნარჩენების და მიწოდებისას გამოფილი გამონაბოლქვის რაოდენობას, და ამასთან, უზრუნველყოფს უწყვეტ კავშირს საზღვარგარეთ. ასეთი მცირე ცვლილებები, ხელს უწყობენ ცხოვრების უფრო მდგრადი ციფრული ფორმატის შექმნას და ზრდიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ელექტრონულ კომერციაში.
მიწოდების უფრო ეკოლოგიური გადაწყვეტები
ელექტრონული კომერციის განვითარებასთან ერთად, კომპანიები ინვესტიციას დებენ მიწოდების უფრო ეკოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებაში, რათა შეამცირონ გარემოზე მავნე ზეზმოქმედება. კომპანიებს შეუძლიათ გადავიდნენ უფრო მდგრად ლოჯისტიკაზე და დანერგონ ინოვაციური და ეკოლოგიური ალტერნატივები, როგორიცაა:
ელექტრომობილები მიწოდებისთვის — ასეთი ტრანსპორტი არ გამოყოფს გამონაბოლქვს, რაც მნიშველოვნად ამცირებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს და აუმჯობესებს ქალაქის გარემოს. მაგალითად, Amazon-ი მიწოდებისთვის უკვე იყენებს 20 000 ელექტრო სატვირთოს აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე, რათა შეამციროს ნახშირბადის გამოყოფის მაჩვენებელი საკუთარ ავტოპარკში და 2030 წლისთვის, გეგმავს გაზარდოს ეკოლოგიური ტრანსპორტის რაოდენობა 100 000 ერთეულამდე.
ველოკურიერები — მჭიდროდდასახლებულ ქალქებში, ველოკურიერები წარმოადგენენ პრაქტიკულ ალტერნატივას სწრაფი მიწოდების სერვისისთვის. ისეთი კომპანიები, როგორიცაა DHL და FedEx, აფართოვებენ სატვირთო ელექტროველოსიპედების გამოყენებას, რომლებსაც გაცილებით ეფექტურად შეუძლიათ საცობებში მანევრირებაც და გარემოსაც არ აბინძურებენ. ეს გადაწყვეტა ეხმარება კომპანიებს შეამცირონ ხარჯები და მავნე ნივთირებების გამოფრქვევის მაჩვენებელი, რომელიც შეკვეთების ტრანსპორტირებას უკავშირდება შორ თუ ახლო მანძილზე.
შეკვეთების ასაღები ყუთები — ეს გადაწყვეტა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ცენტრალიზებული პუნქტიდან რამოდენიმე ამანათი ერთად გაიტანონ და არა სათითაოდ მიიღონ ისინი. მსგავსი მეთოდი ახდენს მიწოდების მარშრუტების ოპტიმიზაციას, ამცირებს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას გზებზე და მინიმუმამდე დაყავს გამონაბოლქვის ოდენობა, რითაც ელექტრონული კომერციის ლოჯისტიკას ხდის უფრო ეკოლოგიურს.
დასკვნა
ელექტრონულმა კომერციამ მოახდინა რევოლუცია მსოფლიოს მომხმარებელთა ქცევაში, უპრეცედენტო მოხერხებულობის უზრუნველყოფით, ხელმისაწვდომობითი და საქონელზე საერთაშორისო წვდომით. ეს სფერო უზრუნველყოფს ისეთ ეკოლოგიურ გადაწყვეტებს, როგორიცაა საცალო ვაჭრობის მიერ დაკავებული ფართის შემცირება და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია, თუმცა, ამავდროულად, შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს შეფუთვით წარმოქმნილი ნარჩენების და გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების ზრდის ტენდენციასა და ჭარბი მოხმარების და დაბრუნების მაჩვენებლებზე.
მუშაობის ეკოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც ახდენენ მომხმარებელთა მოთხოვნების კომბინირებას ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასთან, აუცილებელია ელექტრონული კომერციის უფრო მდგრად ინდუსტრიად ჩამოყალიბებისთვის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ადამიანებს, ისე ჩვენს პლანეტას.


