top of page

როგორ შევამციროთ მარაგები: 11 გამოცდილი სტრატეგია

  • guntsadze
  • Jul 23
  • 3 min read


როგორ შეიძლება ecommerce-ბიზნესში მარაგების შემცირება გაყიდვების გარეშე?

გაეცანით 11 გამოცდილ და რეალურ სტრატეგიას, რომლებიც დაგეხმარებათ დააკმაყოფლოთ მომხმარებლების მოთხოვნა მარაგების შემცირებით.

1. მოიშორეთ ძველი მარაგები

მარაგების მართვაში, მოძველებული საქონელი ნიშნავს ისეთ პროდუქციას, რომელმაც დაასრულა თავისი სასიცოცხლო ციკლი.

ძირითადად, ეს არის მკვდარი მარაგები, რომლებსაც გაყიდვის ძალიან დაბალი შესაძლებლობა აქვთ.უმოძრაოდ დარჩენის შემთხვევაში, ამ აქტივს სჭირდება რესურსი და მისი მართვა შეიძლება ძალიან რთული იყოს. ამიტომ, გაყიდვებში დამატებითი ტაქტიკის გამოყენება, როგორიცაა საქონლის შეფუთვის განახლება, სეზონური ამოყიდვა და ქველმოქმედება - დაგეხმარებათ დაგროვილი მარაგებისგან გათავისუფლებაში, შემოსავლების გაზრდაში და პროდუქტების შეთავაზების ოპტიმიზაციაში.

2. გადაამუშავეთ და უტილიზაცია გაუკეთეთ გაუყიდავ მარაგებს

გათავისუფლდით გაუყიდავი და დაგროვილი მარაგებისგან გადამუშავების გზით.

ნარჩენი მარაგებისგან გათავისუფლების პროცესში ამ მიდგომის გამოყენებით შეძლებთ მდგრადი პრაქტიკების დანერგვას, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენი ბრენდის იმიჯზე და მოიზიდავს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან მომხმარებლებს.იმისათვის, რომ ეს მიმართულება დანერგოთ, საჭიროა:

●      ითანამშრომლოთ გადამამუშავებელ კომპანიებთან, რომლებსაც შეუძლიათ სპეციფიკური პროდუქციის გადამუშავება.

●      ითანამშრომლოთ ფონდებთან და ორგანიზაციებთან, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ დონაციას ან ქველმოქმედებას - ის, რისი ამოყიდვა ან გადამუშავება ვერ მოხერხდება, შეიძლება გამოსადეგი იყოს ამ მიმართულებით.

●      შესთავაზოთ მომხმარებლებს უკან დაბრუნების პროგრამა - კერძოდ, ფასდაკლება ახალ საქონელზე, თუ ისინი დააბრუნებენ გამოყენებულ ან ძველ პროდუქციას.

3. მარაგების დროული მიწოდების დანერგვა (just-in-time (JIT) inventory approach)

მარაგების მართვაში, JIT მოდელის გამოყენებისას, საქონლის მიწოდება ხდება წარმოების დაწყებისას და არავითარ შემთხვევაში უფრო ადრე. იმისათვის, რომ ამ პროცესმა გაამართლოს, აუცილებელია მომწოდებლებთან მჭიდრო ურთიერთობა. ამრიგად, შეძლებთ მინიმალური მარაგები იქონიოთ საწყობში და მომხმარებლების მოთხოვნა დააკმაყოფილოთ მისი გაჩენისას.

4. დროფშიპინგის გამოყენება

რა ხდება მაშინ, თუ გსურთ პროდუქტის დასაწყობების გარეშე გაყიდვა? - ასეთ დროს გამოსავალი არის დროფშიპინგი, რომელის წილი გლობალურ ბაზარზე $225 მილიარდია და მას შეუძლია რითეილერების შემოსავალი 50%-ით გაზარდოს.

როგორ? გასაყიდი საქონელის დიდი მარაგების შესყიდვა-დასაწყობების ნაცვლად, თქვენ თანამშრომლობთ მომწოდებელთან, რომელიც ზრუნავს მარაგებსა და მიწოდებაზე.გაყიდვების ეს ფორმატი ამცირებს სხვადასხვა საჭიროებების საფასურს ხარჯებს და ათავისუფლებს კაპიტალს ფიზიკური მარაგების შენახვა-მართვის ხარჯებისგან.

დროფშიფინგისას არ გჭირდებათ საწყობი და პროდუქტის გადაზიდვის საკითხებზე ზრუნვა. ეს არის საუკეთესო გზა სხვადასხვა პროდუქტის გაყიდვის დასატესტად და იმის დასადგენად, თუ რა იყიდება დიდი ინვესტიციის გარეშე.

როცა ვინმე შეიძენს პროდუქტს თქვენი ecommerce მაღაზიიდან, შეკვეთა პირდაპირ მომწოდებელთან მივა, რომელიც შენაძენს პირდაპირ მყიდველს მიაწვდის.

5. მოთხოვნის უკეთესად პროგნოზირება

მარაგების პროგნოზირება მოიცავს სხვადასხვა რესურსების მონაცემების გაერთიანებას და ანალიზს, მაგალითად: გაყიდვების დინამიკა, რაოდენობა, ძირითადი ბაზრის ტრენდები, მომხმარებლის ქცევა და გარე ფაქტორები, როგორიცაა - მიწოდების ჯაჭვის თავისებურებები.

რა თქმა უნდა საჭიროა გარკვეული ინტუიციაც, მაგრამ, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ, მით უფრო ზუსტი იქნება პროგნოზი.

როცა გათვლით მოთხოვნას, შეძლებთ მარაგები შეავსოთ ზუსტად იმ რაოდენობით და ისეთი პროდუქტით, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას საჭიროებისას. ასეთი გათვლილი და ფრთხილი მიდგომა მარაგების შემცირებისადმი, ხელს უწყობს თქვენი საქმიანობის ეფექტურობას და სტაბილური შემოსავლის ქონას.

6. პროდუქტის კომპლექტაცია და ნაკრებად შეფუთვა

პროდუქციის კომპლექტაცია და ნაკრების სახით გაერთიანება, გულისხმობს საქონლის დაჯგუფებას და მათი, როგორც ერთი პროდუქტის სახით გაყიდვას.

ნაკლებად გაყიდვადი საქონლის პოპულარულთან ერთად განთავსება, გაყიდვების სპეციალისტს ეხმარება გაზარდოს გაყიდვების სიჩქარე, შეამციროს მარაგები და ამოუწურავი საქონლის რაოდენობა.

7. ABC ანალიტიკის შესწავლა

ABC ანალიტიკა არის მარაგების მართვის სტრატეგია, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს მარაგების ღირებულება, თქვენი ბიზნესისთვის მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე. A, B, და C კატეგორიები გაყიდვების სპეციალისტს ეხმარება ფოკუსირდეს მაღალფასიან პროდუქციაზე.

ეს სტრატეგია ეყრდნობა პარეტოს პრინციპს - რეალურად, თქვენ შეგიძლიათ შემოსავლების 80% მიიღოთ თქვენი საქონლის 20%-სგან.

8. მარაგების მართვის წამყვანი სისტემების გამოყენება

მარაგების მართვა ძალიან გავს ტეტრისის თამაშს - ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, დრო ყველაფერია და სწორ ხელსაწყოებს შეუძლიათ მოგებაში დახმარება.

მარაგების მართვის სწორი პროგრამული უზრუნველყოფა დავალებების ავტომატიზაციით, რეალურ დროში მონაცემების მოგროვებით და საწყობის პროცესების ოპტიმიზაციით - გაზრდის თქვენი ბიზნესის ეფექტურობას. ეს კი, საბოლოოდ შეამცირებს ხარჯებს და გაზრდის შემოსავალს.

9. მარაგების ავტომატიზაცია

მარაგების მართვის პროცესში შექმნილი პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასვა. თუმცა, ყველაზე ხშირია - ადამიანური შეცდომა. ჩვენ არ ვართ კომპიუტერები, ზოგჯერ ცუდი დღეები გვაქვს, უძილო ვართ და ამიტომ, ვუშვებთ შეცდომებს. ეს შეცდომები ძალიან ძვირი ჯდება (დაახლოებით ბიზნესის შემოსავლების 30%).

თუმცა, არსებობს ერთი რამ, რითაც შეგიძლიათ სიტუაცია გააკონტროლოთ: ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც თქვენმა გუნდმა თავისი საქმე უკეთ უნდა შეასრულოს.მარაგების მართვის ავტომატიზირებული სისტემები ამცირებს ხელით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას და ზრდის პროგნოზის სიზუსტეს თითმის 100%-მდე.

ამ პროცესის სიზუსტე პირდაპირ გავლენას ახდენს მარაგების შემცირებაზე, შემდეგი მთავარი საკითხებით:

●      განმეორებითი ყიდვის ოპტიმიზაცია.

●      დაბალი ბრუნვის მქონე საქონლის იდენტიფიკაცია.

●      მოთხოვნის პროგნოზირების გაუმჯობესება.

10. მომწოდებლებთან ურთიერთობის გამყარება

მიწოდების ჯაჭვში მარაგების ეფქტური მართვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია მყარი ურთიერთობები ქონა მომწოდებლებთან. აქტიური კომუნიკაციისა და კოლაბორაციის დახმარებით, სელერს შეუძლია მოახდინოს წარმოების გრაფიკი ოპტიმიზაცია და შეამციროს გადაზიდვის ხარჯები.

11. მოწოდების ვადების შემცირება

ზემოთ განხილული საკითხებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მიწოდების დროის შემცირება, ნიშნავს მარაგების შემცირებას.

მომწოდებლებთან მჭიდრო ურთიერთობა ბიზნესს ეხმარება შეამციროს სარეზერვო მარაგები წარმოება-მიწოდების დაჩქარებით. ამის შედეგად მიიღება თავისუფალი საწყობი და გაუმჯობესებული ფულადი ბრუნვა.

დასკვნა:

მარაგების კარგი პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ახდენს სისტემის ავტომატიზაციას და თანმიმდევრულ მართვას, სწორი ტექნიკური ხელსაწყოებით, მოთოხვნის პროგნოზირებით და მომწოდებლებთან მჭიდრო ურთიერთობის დახმარებს საფუძველზე წარმოება-მიწოდების დროის შემცირებით, სრულიად შესაძლებელია პროცესის ეფექტურად მართვა.

 
 
bottom of page