ტოპ-5 მიზეზი, რის გამოც eCommerce ბიზნესი კოტრდება
- guntsadze
- Sep 3
- 3 min read
1. Ecommerce ბიზნესის დაწყება სწრაფად გამდიდრების სურვილით
ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ელექტრონული კომერციის თითქმის ყველა მფლობელი კოტრდება. საქმე იმაშია, რომ ყველა მათგანი ფიქრობს ერთნაირად - “ონლაინ ფულის კეთება არის სწრაფი და მარტივი”. მოკლევადიან პერსექტივაში დიდი ფულის შოვნაზე ფიქრი მალევე აჩვენებს სავალალო შედეგებს - მაშინ, როცა ყურადღება მიმართული უნდა იყოს საბოლოო მომხმარებლისთვის რაიმე ფასეულის შექმნაზე, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ბიზნესის ზრდის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, ასეთი მიდგომის მქონე სელერები ფიქრობენ მხოლოდ საკუთარი ჯიბის ამოვსებაზე და ამის გამო, მათი ბიზნესი ისევე სწრაფად მიექანება ფსკერზე , როგორც დაიწყო. შედეგად, უწევთ მომხმარებლების პრეტენზიების მოსმენა, იზრდება უკან დაბრუნებული საქონელის რაოდენობა, ფერხდება მიწოდება და ა.შ.
2. მბრწყინავი ობიექტის სინდრომი
ელექტრონული კომერციის ფაქტიურად ყველა სტარტაპის “მკვლელი” სინდრომია სელერის მხრიდან ინტერნეტში საუკეთესო პროდუქციის ძიება, რომელიც კარგად იყიდება და ბევრი ფულის მოტანა შეუძლია - ეს ფანტავს თქვენს ყურადღებას იმ მთავარი საქმიდან, რომელიც უნდა გააკეთოთ ბიზნესის წარმატებისთვის!
ასობით სხვადასხვა მეთოდის გამოცდა, პროგრამის და კურსების გავლა, ათასობით სხვადასხვა ადამიანის მოსმენა და რეალურად მხოლოდ 1%-ის კეთება იქედან, რაც შეგიძლიათ და სჭირდება საქმეს, საბოლოოდ სწორედ 1%-იან წარმატებამდე მიგიყვანთ.
მოიშორეთ ყველა ჩვევა, რომელიც ხელს გიშლით ფოკუსირებაში და საქმისთვის საჭირო დროს გაკარგვინებთ. ყველანაირი მოსაცდენი ფაქტორის გამორიცხვა და ყურადღების სრული კონცენტრაცია - არის ის, რაც წარმატებას მოგიტანთ.
“ბალახი მწვანეა იქ, სადაც ირწყვება” - eCommerce-ი სწრაფად ვითარდება და გასაგებია, რომ არ გსურთ გამოტოვოთ ტრენდები ან ხელიდან გაუშვათ გარანტირებული ვარიანტები. მაგრამ, არაფერი იმაზე მეტ შემოსავალს არ მოგცემთ, ვიდრე საკუთარ თავზე, ბიზნესზე, ბრენდზე, მარკეტინგსა და საკუთარი პროდუქტის კვლევაზე ფოკუსირება.
ეს არის ელექტრონულ კომერციაში თქვენი ბიზნესის თავბრუდამხვევი ზრდის გარანტირებული საშუალება!
იმოქმედეთ იმაზე დაყრდნობით, რაც იცით, რისიც გჯერათ და ფოკუსირდით შედეგების მიღებაზე და არა ვინმეზე თქვენს გარშემო, მაგალითად ვინც ფულს ბიტკოინებზე შოულობს…
3. საკუთარი შესაძლებლობების არცოდნა
ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი, სწორედ ფინანსური მხარეა. სელერს უნდა ესმოდეს საკუთარი შეასძლებლობები რიცხვებში, ზუსტად უნდა გათვალოს სარეკლამო თუ სხვა ხარჯები და დაითვალოს სუფთა შემოსავალი ყოველდღიურად - მიკრო ანგარიშებამდე დასვლით!
რაც უფრო კარგად გაერკვევით საკუთარ ბიზნესში და გეცოდინებათ მისი ყველა შემადგენელი ნაწილი, მით უკეთესი იქნება შედეგები.
მარტივი სათქმელია, და ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზები - “მე მიღივე 1 000 000 შემოსავალი გასულ წელს…” - შესაძლებელია, მაგრამ შემოსავალი არ ნიშნავს სუფთა მოგებას. ამიტომ, საჭიროა იცოდეთ რა თანხა დაგრჩათ ყველა ხარჯების, გადასახადების და სხვა გასავალის დაფარვის შემდეგ - შედეგი შეიძლება სრულიად სხვა იყოს…
თქვენი ბიზნესის რიცხვების ცოდნა და განსაკუთრებით ხარჯების, რომელიც საჭიროა რეკლამისთვის, აუცილებელია იმის გასაგებად, თუ რა დაგიჯდათ მომხმარებლის მოზიდვა, შეკვეთის მიწოდება, ე.წ. ლიდების გენერირება და ა.შ.
შემდეგ, ამ საკითხებს არამხოლოდ თვალი უნდა ადევნოთ, არამედ გაერკვეთ რომელი ბერკეტები უნდა გამოიყენოთ, რომ ამ მექანიზმებით ბიზნესის ზრდის პროცესი აკონტროლოთ.
რიცხვები პროგნოზირებადი და განმეორებადია - რიცხვები არ იტყუებიან!
ისინი არ იძლევიან მცდარ იდეებს სწორი თუ არასწორი ქმედებების შესახებ. რიცხვები გიქმნიან ობიექტურ წარმოდგენას საკუთარ ბიზნესზე და გაძლევენ პირდაპირ მაჩვენებლებს იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს ცვლილებებისთვის.
თვალი ადევნეთ თქვენი ბიზნესის ყველა მაჩვენებელს და არასოდეს დაკარგავთ კონტროლს, რაც თავიდან აგაცილებთ მოულოდნელობებს.
4. პროდუქტი/მომსახურება - "თქვენ არ გეხებათ"
გასაყიდი პროდუქტი/მომსახურება - არ გეხებათ თქვენ და თქვენს წარმოდგენებს ამა თუ იმ საკთხზე და არც თქვენს გემოვნებას, რა მოგწონთ და რა არა - ამას წყვეტს თქვენი აუდიტორია.
დაივიწყთ პროდუქტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და კონცენტრირდით იმ შედეგზე, რომელსაც ის აძლევს მომხმარებელს. ადამიანები ნივთებს არ ყიდულობენ მისი უბრალოდ ქონის გამო - ისინი ყიდულობენ უზრუნველყოფას. მარტივად რომ ითქვას -
მომხარებლები ყიდულობენ შედეგებს და არა პროდუქტებს. ამიტომ, ყოველთვის უფრო ფართოდ იფიქრეთ, ვიდრე “საუკეთესო პროდუქტი”-ს შექმნაა. კარგად გაიაზრეთ, რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ პროდუქტს საბოლოო მყიდველისთვის და უფრო მეტად იმაზე, თუ რას გრძნობს მყიდველი სასურველი შედეგის მიღების შემდეგ?
დაიმახსოვრეთ - ეს თქვენ არ გეხებათ!
გამოიყენეთ აკრონიმი WIMFM (What It Means For Me - რას ნიშნავს ეს ჩემთვის) - როცა საკუთარ პროდუქტზე იფიქრებთ.
დაიმახსოვრეთ - ეს თქვენ არ გეხებათ!
5. რეკლამაში პირდაპირი გამოხმაურების არარსებობა
თქვენი ბაზარი (ინტერნეტი) - არის უბრალოდ სიტყვათა და გამოსახულებათა კრებული (ზოგი მოძრავი და ზოგიც უძრავი), რომლებიც ავსებენ თქვენი მომხმარებლების გონებას და აიძულებენ მათ გადაფურცლონ ინტერნეტ გვერდები და დააჭირონ ღილაკებს.
თუ გსურთ, რომ თქვენი ბიზნესი რენტაბელური იყოს - აუცილებლად უნდა ისწავლოთ ყურადღების მიქცევა და მისი მიმართვა თქვენთვის სასურველი ქმედებების გაკეთებისკენ. პრაქტიკაში გამოსცადეთ ზემთ ჩამოთვლილი საკთხები, სრულყავით საკუთარი თავი და უნარები მათ შესრულებაში, რეალურად კონცენტრირდეით მიზნებზე და დაელოდეთ შედეგებს.
გახსოვდეთ: ბიზნესის კეთება “სწრაფად გამდიდრების” თამაში არ არის. უფრო სწორად თამაშია, მხოლოდ ხანგრძლივი და ამ გზაზე უამრავი შესაძლებლობა გელით!


