ტრენინგ-პროგრამა “ტრანსფორმაციული ლიდერობა ელექტრონულ კომერციაში”
- guntsadze
- 14 hours ago
- 1 min read

ციფრული ეპოქის სწრაფად ცვალებად სამყაროში ტექნოლოგია ყოველდღიურად ვითარდება, მაგრამ ადამიანური რესურსი რჩება კომპანიის მთავარ ღირებულებად. ელექტრონულ კომერციაში წარმატებისთვის საჭიროა ლიდერები, რომლებიც ინოვაციას შთააგონებენ, სტრატეგიულად აზროვნებენ და ადაპტირდებიან მუდმივ ცვლილებებთან — სწორედ ამას უზრუნველყოფს ტრანსფორმაციული ლიდერობა.
დღეს ელექტრონულ კომერციაში მთავარი გამოწვევებია: მომხმარებელთა მოლოდინების ცვლილება, რთული ლოჯისტიკა და ციფრული ტრანსფორმაცია, ჰიბრიდული სამუშაო გარემო და კადრების მაღალი ცვალებადობა.
ტრენინგ-პროგრამა „ტრანსფორმაციული ლიდერობა ელექტრონული კომერციისთვის“ დაგეხმარებათ ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებაში, გუნდური მუშაობის გაუმჯობესებასა და ლიდერების გაძლიერებაში, ცვლილბებთან ადაპტაციასა და
სტრატეგიული აზროვნების უნარების განვითარებაში.აღნიშნული პროგრამა სრულად ადაპტირდება ინდივიდუალური კომპანიის საჭიროებებზე.
ტრენინგს უძღვება მაღალი დონის სერტიფიცირებული ტრენერი ნატალია ბერუაშვილი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით მაღალპროდუქტიული გუნდების
ჩამოყალიბებაში და ლიდერობის გაძლიერებაში რთულ, შედეგებზე
ორიენტირებულ გარემოში.
ტრენინგის ძირითადი თემები:
· სტრატეგიული აზროვნება და ხედვა,
· ეფექტური გადაწყვეტილების მიღება,
· ცვლილებებთან ადაპტაცია,
· ინოვაციური მიდგომები,
· კონფლიქტების მართვა,
· გუნდური მუშაობა,
· კომუნიკაცია და ემოციური ინტელექტი,
· კარიერული განვითარება,
· სტრესის მართვა.
ვისთვის არის პროგრამა:
ყველა დონეს — თანამშრომლებიდან ტოპ მენეჯმენტამდე.
ფორმატი: ინტერაქტიული სემინარები, ქეისების ანალიზი, ქოუჩინგი, მენტორობა.
დამატებითი ინფორმაცია ტრენერზე
ნატალია ბერუაშვილი არის სპეციალისტი პიროვნული და პროფესიული განვითარების სფეროში, რომელსაც აქვს 20 წელზე მეტი მენეჯერული გამოცდილება USAID ისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის (IFC) პროგრამებში, ასევე 25 წლიანი ტექნიკური ექსპერტიზა ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით.
მისი განათლება მოიცავს:
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან,
სამართლის მაგისტრის ხარისხს ედინბურგის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი),
სამართლის ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
ნატალია ბერუაშვილი ასევე არის ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) სერტიფიცირებული პროფესიული ბიზნეს ქოუჩი. მისი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია საქართველოში და აშშ-ში.


