top of page

შესაძლებლობა ქართული ექსპორტიორებისთვის – მიიღეთ უფასო კონსულტაცია საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად

  • guntsadze
  • Aug 11
  • 1 min read

გახდი იმ 7 კომპანიიდან ერთ-ერთი, რომელიც სრულიად უფასოდ მიიღებს პროფესიულ კონსულტაციას ექსპორტის განვითარების მიმართულებით!

📊 გყავთ ბიზნესი, რომელიც უკვე გადის ექსპორტზე, მაგრამ გსურთ გაზარდოთ მოცულობა, შეისწავლოთ ახალი ბაზრები ან უფრო ეფექტიანად წარადგინოთ პროდუქცია საერთაშორისო დონეზე?

📊 გჭირდებათ პროფესიული მხარდაჭერა, მაგრამ ამ ეტაპზე არ გაქვთ რესურსი საკონსულტაციო მომსახურებაზე?

თქვენთვის გვაქვს საინტერესო შესაძლებლობა!

პროგრამას ახორციელებს Export Hub Georgia,ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში რეგისტრირებული მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას საერთაშორისო ვაჭრობაში.

რას გთავაზობთ?

ჩვენი გუნდი შედგება ხუთი პროფესიონალისგან: ექსპორტ მენეჯერი, ბიზნეს კონსულტანტი, მარკეტინგის მენეჯერი, პროექტ მენეჯერი და ფინანსური ექსპერტი —რომელთაც ერთი საერთო მიზანი გვაქვს: დაგეხმაროთ, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებით განვითარდეს საერთაშორისო ბაზრებზე.

მომსახურება მოიცავს:

  • ექსპორტის სტრატეგიის შეფასებასა და გაუმჯობესებას;

  • ბაზრის შესწავლასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას;

  • მარკეტინგისა და კომუნიკაციის პრაქტიკული რჩევების გაწევას;

  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რეკომენდაციების შემუშავებას.

მნიშვნელოვანია: მომსახურება სრულიად უფასოა, თქვენი ერთადერთი ვალდებულება იქნება პროგრამის ბოლოს შეავსოთ მოკლე შეფასებითი კითხვარი ჩვენი მუშაობის ხარისხის შესაფასებლად.

ვინ შეიძლება იყოს შერჩეული?

თუ თქვენი კომპანია აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი შვიდი ბიზნესიდან, ვინც მიიღებს მონაწილეობას პროგრამაში:

✅ კომპანია რეგისტრირებულია საქართველოში ✅ წარმოადგენთ მცირე ან საშუალო ბიზნესს (≤ 250 თანამშრომელი ან წლიური ბრუნვა ≤ 40 მლნ ევრო) ✅ უკვე ახორციელებთ ექსპორტს ✅ გაქვთ ვებგვერდი ინგლისურ ენაზე ✅ მოღვაწეობთ E-commerce-ში

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

🌍 საერთაშორისო კონტაქტები და ბაზრები 📈 ბიზნესის ზრდის რეალური შესაძლებლობა 💡 გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის განვითარება 💬 მარტივი და უშუალო კომუნიკაცია გუნდის წევრებთან

თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე:📩 info@ecag.ge

 
 
bottom of page