top of page

"შესყიდვების კონფერენცია 2025“ რატომ არის ელექტრონული კომერციის (eCommerce) პლატფორმების როლი გადამწყვეტი შესყიდვებისთვის?

  • guntsadze
  • 7 days ago
  • 2 min read

თანამედროვე ბიზნეს გარემოში, სადაც სიჩქარე, გამჭვირვალობა და ოპტიმიზაცია გადამწყვეტია, eCommerce პლატფორმები იქცნენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად შესყიდვებისა და მომარაგების მართვაში. ისინი ამარტივებენ შესყიდვების პროცესს, ამცირებენ დროისა და ხარჯების დანახარჯს, უზრუნველყოფენ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და აძლევენ კომპანიებს შესაძლებლობას, სწრაფად მოიპოვონ სანდო მომწოდებლები როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.eCommerce ეკოსისტემის განვითარება დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ საცალო ვაჭრობის საკითხი - ის წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას, რომელიც აერთიანებს შესყიდვებს, ლოგისტიკას, ტექნოლოგიებსა და ფინანსურ გამჭვირვალობას. სწორედ ამიტომ, მის განვითარებაში ჩართული კომპანიები ქმნიან საფუძველს უფრო ეფექტური, ციფრული და მდგრადი მომარაგების ქსელებისთვის.

შესყიდვების კონფერენცია 2025: დროა, თქვენი ბიზნეს პროცესები ციფრულ ეპოქას მოერგოს!

კომპანია "მარტივი შესყიდვების" ორგანიზებით, 20 ნოემბერს რიგით მესამე "შესყიდვების კონფერენცია 2025" ჩატარდება.

წლევანდელი ღონისძიება 2 უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ეძღვნება:

გაციფრულება და მომავლის ტექნოლოგიები: ხელოვნური ინტელექტის (AI), პროგრამული უზრუნველყოფისა და ონლაინ სერვისების დანერგვაზე შესყიდვებში.

ოპერაციული ეფექტურობა: ფოკუსი სტრატეგიულ პროცესებზე, ლოგისტიკის მართვასა და ხარჯების მაქსიმალურ ოპტიმიზაციაზე.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

 

-      მოუსმინონ დარგის ექსპერტების ინდივიდუალურ პრეზენტაციებს, დასვან კითხვები და ჩაერთონ პანელურ დისკუსიაში.

-      გაეცნონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი პარტნიორი კომპანიების შესაძლებლობებსა და სერვისებს 

-      დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

-      მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში

 

ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან: Aramex, Wesource, FMG Soft და BIA Media

ღონისძიების პარტნიორები: BDO Digital, eCommerce Association, UN Woman, BPN Georgia, GLG, OfficeMart, Sabatone, Solux, Hotsale, Treedesign და Georgian Procurement Professionals Association (GPPA).

ღონისძიების მხარდაჭერის დაინტერესების ან საგამოფენო სივრცეში თქვენი კომპანიის და პროდუქტის წარდგენის სურვილის შემთხვევაში  დაგვიკავშირდით:  599 80 35 30კომპანია “მარტივი შესყიდვების” მიზანია ბიზნეს ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა  შესყიდვების სფეროს გაძლიერება, სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება და საქმიანი კავშირების ხელშეწყობა.

 

 

კონფერენციის დეტალები:

 

📆 20 ნოემბერი, 2025წ.

🕔 14:30 სთ

📍 სასტუმრო: Pullman Tbilisi Axis Towers

💳 ღირებულება: 185 ლარი

 

🎫 ბილეთების შესაძენად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3J9fVeY  

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  599 80 35 30  https://www.easyprocurement.ge/ https://www.easyprocurement.ge/

 

 

 
 
bottom of page