შეცდომები მარკეტფლეისებზე, რომლებიც არ უნდა გაიმეოროთ
- guntsadze
- Aug 5
- 3 min read
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ბიზნეს-პროცესები ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ეს სელერს ჰქონდა დაგეგმილი. საკმარისია ერთი პატარა შეცდომაც - და ფულს დაკარგავთ. იმისათვის, რომ ზარალი არ გქონდეთ და თანხა გამოიმუშაოთ მარკეტფლეისზე, უმჯობესია ისწავლოთ სხვის შეცდომებზე.
ამ სტატიაში განვიხილავთ სელერების მხრიდან ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და მათი თავიდან აცილების გზებს.
შეცდომა 1: საქონლის არჩევა ანალიტიკის გარეშე
საქონლის ასორტიმენტში მისი ანალიტიკის გადაუმოწმებლად თანხის ჩადება ნიშნავს, რომ არალიკვიდური საქონლის დიდ პარტიასთან დარჩებით. მოთხოვნადი საქონელის შესარჩევად და მოგებით გასაყიდად, საჭიროა თავიდანვე გადაამოწმოთ ბაზარზე არსებული შეთავაზებები და შეისწავლოთ კონკურენტების ფასები. ამის გაკეთება შესაძლებელია ორი გზით: მარკეტფლეისის ანგარიშებით ან ანალიტიკური სერვისებით.
შეცდომა 2: სხვისი სტრატეგიების გამეორება
არასოდეს დაიწყოთ იმის გაყიდვა, რაც სხვებს აქვთ და თუნდაც კარგად იყიდება ისე, თუ არ გაფილტრავთ და გადაამოწმებთ საუკეთესო საქონლის კატეგორიებს
მარკეტფლეისებზე, პირადად და არ მიენდობით იმ რეკომენდაციებს, რაზეც ბევრს
საუბრობენ youtube-ბლოგერები და სხვა ინფლუენსერები.
იმისათვის, რომ ყველა მეწარმესთან “ერთ ნავში” არ აღმოჩნდეთ, შეეცადეთ
განსხვავებულად იმოქმედოთ. ამისათვის დაგჭირდებათ ბაზრის გაანალიზება, საუკეთესო საქონლის გამოვლენა მაღალი კონკურენციის პირობებში და ა.შ. ასეთი სტრატეგია კარგად მუშაობს და რაც მთავარია - ზუსტად უნდა გესმოდეთ რაზე მიდიხართ და რატომ იმოქმედებთ კონკრეტული გეგმის მიხედვით.
შეცდომა 3: საკუთარი ბრენდის განვითარებაზე უარის თქმა
საბითუმოდ შესყიდვა და ცალობაში გაყიდვა უფრო მარტივია, ვიდრე საკუთარი ბრენდის ჩაშვება, რადგან არ არის საჭირო წარმოებაზე, დიზაინზე და რეპუტაციაზე ფიქრი. სწორედ ამიტომ, ასეთი კატეგორიის სელერები ბევრია და მაღალი კონკურენციის გამო, მათ აქვთ დაბალი შეფასება და არაფრით გამოირჩევიან სხვა, ჩვეულებრივი მაღაზიებისგან. როცა ნიშაში ბევრ სელერს აქვს ადგილი დაკავებული და შესაბამისად, ბევრი ერთნაირი პროდუქტია წარმოდგენილი, კონკურენტებისგან გამორჩევაში დაგეხმარებათ საკუთარი ბრენდი, რომლის შექმნაც შესაძლოა საკუთარი წარმოების აწყობით ან საკონტრაქტო პირობებით ჩაშვებით.
საკუთარი წარმოება
ამ პირობებში, თქვენ აკონტროლებთ საქონლის ხარისხს, ხვეწთ ასორტიმენტს
მომხმარებელთა გამოხმაურებებზე დაყრდნობით და ტესტავთ მოთხოვნას. ასევე, თავად მართავთ მარჟინალურობას, შეგიძლიათ დაადგინოთ დაბალი ფასნამატი სტარტის დროს და როცა მოძლიერდებით - გაზარდოთ. ასეთი მიდგომა საუკეთესოა მაგალითად - ავეჯის და ხელნაკეთი ჭურჭლის მიმართულებით.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის ყოველთვის არ ამართლებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მუშაობთ კოსმეტიკასთან ან სხვა წვრილმან პროდუქტთან - დანახარჯი დიდი იქნება, რადგან ყველა პროდუქტს შესაბამისი სერთიფიცირება და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება. ყველაზე რთული კი, კვალიფიციური პერსონალის მოძიებაა.
საკონტრაქტო წარმოება ამ ვარიანტში, თქვენ მოლაპარაკებებს აწერამოებთ ქარხანასთან, რომელიც პროდუქტს შექმნის თქვენი შეკვეთით და ზედ დაიტანს თქვენს ლოგოტიპს. შესაბამისად, ყველა ხარჯი, რომელიც უკავშირდება ნედლეულს, წარმოების პროცესს და პერსონალს - შედის ქარხნის ხარჯებში. თქვენ კი იღებთ მზა, ბრენდირებულ პროდუქტს, რომელიც შექმნილია
თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.
შეცდომა 4: მაღალი სეზონისთვის საქონლის დაგვიანებით მომზადება
თუ სეზონურ საქონელზე მუშაობთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ გაგიმართლათ, რადგან ამ სეგმენტში სწრაფად იშოვით ბევრ ფულს. მთავარია, კონკრეტული საქონლის პარტია დროულად გაყიდოთ, რადგან სეზონის გასვლის შემდეგ, გაყიდვები ძალიან იკლებს.
იმისათვის, რომ თქვენი საქონელი მზად იყოს მაღალი მოთხოვნისთვის, სჯობს მზადება მინიმუმ სამი თვით ადრე დაიწყოთ, სანამ გაყიდვების პიკი დადგება. ამ პერიოდში, მშვიდად მოამარეგებთ მარკეტფლეისის საწყობს, გააფორმებთ საქონლის საინფორმაციო ბარათებს და ჩაუშვებთ შესაბამის სარეკლამო კამპანიას.
შეცდომა 5: საკითხების დელეგირებაზე უარის თქმა
ყველაფრის თავად კეთება - შესყიდვებით დაწყებული, საქონლის საინფორმაციო
ბარათების გაფორმებით დამთავრებული - მთლად კარგი იდეა არ არის, რადგან ვერანაირი გაყიდვები და შემოსავალი ვერ მოახდენს იმ ფიზიკური დაღლილობის კომპენსაციას, რომელიც შედეგად დაგიდგებათ. ამიტომ, რეკომენდირებულია, შესასრულებელი საქმის ნაწილის, განსაკუთრებით წვრილმანების და რუტინულის დელეგირება მოახდინოთ. ამისთვის არ არის საჭირო მუდმივი გუნდის ყოლა. ფრილანსერების ბაზარზე შეგიძლიათ მოძებნოთ შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები ერთჯერადი თანამშრომლობისთვის და ხარჯიც არ იქნება დიდი.
გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარკეტფლეისზე არსებული ავტომატიზაციის ინსტრუმენტები და სპეციალური პროგრამები.
დასკვნა - იმისათვის, რომ მარკეტფლეისზე გასვლისას შეცდომები არ დაუშვათ, საჭიროა:
● შეარჩიოთ საქონელი ანალიტიკის გამოყენებით. შეამოწმოთ მოთხოვნა
მარკეტფლეისის პირად კაბინეტში ან უფრო ღრმა მონაცემებისთვის, გამოიყენოთ
ანალიტიკის სერვისები. ეს დაგეხმარებათ შეარჩიოთ მოთხოვნადი საქონელი და
ივაჭროთ მოგებით.
● არ შეხვიდეთ პოპულარული საქონლის ნიშაში. თუ საქონელი დიდი ხანია
პოპულარობის პიკშია, სჯობს აირჩიოთ რაიმე სხვა, რათა თავი აარიდოთ დიდ
კონკურენციას და მაღალ ფასს მომწოდებლების მხრიდან.
● განავითარეთ საკუთარი ბრენდი. კონცენტრირდით უნიკალური და
დასამახსოვრებელი იმიჯის შექმნაზე. ეს დაგეხმარებათ გამოეყოთ კონკურენტებს
და მოიპოვოთ მომხმარებელთა მეტი ლოიალურობა.
● დროული რეაგირება მოახდინეთ ამოყიდვებზე. თვალი ადევნეთ აქციებს და
სეზონურ გაყიდვებს, რათა მოასწროთ საქონლის მომარაგება მარკეტფლეისის ან
საკუთარ საწყობში.
● მოახდინეთ რუტინული საკითხების დელეგირება. ნუ ეცდებით ყველაფერი თავად აკეთოთ. ზოგჯერ უფრო სასარგებლო და მომგებიანია, სხვადასხვა ამოცანების გადაბარება დამხმარე პერსონალისთვის. ხოლო საქონლის შენახვა, მიწოდება და შეფუთვა - მიანდეთ მარკეტფლესს.